kids.ge logo

ამბავი თებერვალზე

ფავორიტებში დამატება

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამე ფერადის დანახვაზე ოცნებობდა. ხასხასა ლურჯი ფერი უყვარდა განსაკუთრებულად და თუ ვინმეზე ლურჯ ქუდს ან კაშნეს დაინახავდა, ჩამოუქროლებდა და მოსტაცებდა ხოლმე. 

- ვაი, ქუდი დავკარგე… უი, კაშნე გამიფრიალდა! - ისმონდა შეძახილები თებერვლის დადგომისთანავე. თებერვალი კი ტკბებოდა ლურჯი ნივთების თვალიერებით და როცა მობეზრდებოდა, ისევ ჩამოიქროლებდა და მიუგდებდა სახლის კართან პატრონს.

შეწუხდა ხალხი და ერთ დღესაც მეფემ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ლურჯი ფერის ნებისმიერი ნივთის გამოყენება თებერვლის თვეში იკრძალებოდა. ხალხს მოეწონა მეფის გადაწყვეტილება, გეგონება, ბრძანების გარეშე ვერ მოახერხებდნენ ლურჯი რამე-რუმეების ერთი თვით სახლში გამოკეტვას, მაგრამ ხელმწიფემ რომ მზრუნველობა გამოიჩინა, ძალიან ესიამოვნათ  ადამიანებს და დიდი კმაყოფილებით ეცნობოდნენ ახალ კანონს, რომელიც ლამის ყოველ მეორე ხეზე იყო გაკრული. 

ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა და თებერვლის ყურამდეც მივიდა. არ იცით როგორ ეწყინა… გაგიჟდა და გადაირია, ყველაფერი გაყინა, მზეს გადაეფარა, ჩრდილოეთის ქარები გამოიძახა, ნამქერი გააორმაგა,  დაუბერა და რა დაუბერა… საბედნიეროდ იქვე, ახლოს, მარტი აღმოჩნდა, თვითონაც კარგი გადარეული ვინმე ბრძანდებოდა, მაგრამ თებერვლის საქციელი გადაჭარბებული მოეჩვენა… შეუთვალა: - თუ დაწყნარდები და ოდნავ დათბები, მე გაჩუქებ ლურჯ რამეებსო და იები გაუგზავნა. 

ამის შემდეგ თებერვალი აღარ იპარავს ლურჯ ნივთებს, რადგან იცის, რომ თუ შეძლებს და დათბება, მარტი მას იებს გამოუგზავნის - ყველაზე მშვენიერ “ლურჯს რამეს”, რაც კი ოდესმე უნახავს… სწორედ ამიტომაა, რომ ზოგჯერ თოვლის გვერდით, გამღვალ მიწაზე,  პატარა იებს მოვკრავთ ხოლმე თვალს. 

სხვათა შორის თებერვალიც არ დარჩენია მარტს ვალში და ორი დღე აჩუქა. მას შემდეგ მარტი 31-დღიანია, თებერვალი - 28 დღიანი...  ხანდახან კი 29 რიცხვიც გვხვდება... ეს მაშინ, როცა თებერვალს უნდა რომ  თავის იებს დიდხანს უყუროს და წასვლა ეზარება.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მოლოდინი

აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი მოლოდინი და როგორ უნდა მოითმინოს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026