kids.ge logo

ვირუსის შემდეგ

ფავორიტებში დამატება

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ შორის კი ჩემი დიდი ბებია - უკანასკნელი ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული პაციენტია. სხვათა შორის მისი იმდროინდელი ჩანაწერები შემოგვრჩა...

“არც არაფერი: სიცხე მქონდა და პირით ვსუნთქავდი, ერთი-ორჯერ დედას ფანჯრის გამოღებაც ვთხოვე... ექიმმა კი იმ საშინელ ვირუსზე მიიტანა ეჭვი, რომელსაც კოვიდ 19-ს ეძახიან. „ვაიო!“ ისე ერთხმად წამოიძახა ოჯახმა, რომ შემეშინდა და ტირილი დავიწყე.

- გოგონა 10 წლისაა, ნუ დაზაფრავთ! - შეუტია ჩემებს ექიმმა და დედაჩემს ისე გადახედა, რომ მივხვდი ანიშნებდა: საავადმყოფოში გადასაყვანად მოამზადეო.

დედამ ძალა მოიკრიბა, რომელიც წამოსადგომად ეყო, ცრემლების შესაჩერებლად კი არა. ელვის სისწრაფით გამოიტანა ტანსაცმელი – კაბა, თვის ბოლოს საკუთარ დაბადების დღეზე რომ უნდა ჩამეცვა და პატარა ბავშვივით დამიწყო პიჟამოს გახდა. გავბრაზდი: - ეს ჩემი დაბადების დღის ტანსაცმელია და საავადმყოფოში მის დასვრას არ ვაპირებ! - წამოვიძახე ნამტირალევმა.

- სხვა ჩააცვით! - ბრძანა ექიმმა. ეტყობოდა, ძალიან ეჩქარებოდა... სულ ასე იქცევიან ექიმები, მათთვის საკმარისია ის, რომ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ვერ ამჩნევენ, როგორი გულგრილები ჩანან სხვა ყველა შემთხვევაში. ისევ გავბრაზდი: - იყოს ამას ჩავიცვამ! - ბრძანებით კილოში ექიმს მივბაძე და გამოვეწყე. საავადმყოფოში მისვლა აღარ მახსოვს, გზაში კომაში ჩავვარდი... როცა გამოვფხიზლდი პირველად დედა დავინახე და წამოხტომა დავაპირე ჩასახუტებლად... ვერა და ვერ შევძელი, თითქოს ჩემს თავზე სუსტი და დაოსებული ტანი მიეკერებინოთ ექიმებს. დედა თვითონ მოვიდა და შუბლზე მაკოცა. თვის ბოლოს კი ისევ ის ტანსაცმელი მეცვა, ოთხი კვირის წინ ახალს, რომ ვუწოდებდი. ახალი აღარ იყო და ძალიანაც კარგი. ტორტზე სანთლების ჩაქრობისას მაინც სულ დამესვარა...“

20 წლის ასაკში ბებიაჩემს გადაუწყვეტია რამენაირად სამაგიერო გადაეხადა კოვიდ 19-ისათვის და როგორც თვითონ წერს მის ჯინაზე გაუჩენია 14 შვილი. ბებოს დღიური კი ასეთ ფრაზით მთავრდება:“თუ ადამიანები გავერთიანდებით, ცხოვრების სირთულეები ვერაფერს დაგვაკლებს! ” ალბათ ვერც დააკლო, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა სერფინგის დროს.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 11–13

სხვა მოთხრობები

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დიასამიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, ითამაშოს და დაისვენოს

აჩვენეთ ბავშვს, რომ თამაში და დასვენება მნიშვნელოვანია და დაეხმარეთ მას, დაგეგმოს თავისი დრო ისე, რომ ჰქონდეს დრო თამაშისთვის და დასვენებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026