kids.ge logo

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

ფავორიტებში დამატება

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა სმენა და ცოტაც მგრძნობელობა, უჭირს სიარული... და ვერ უყურებ, თურმე რა თანამედროვედ უცემს ბებერი გული?! მე რომ მაგის ასაკში ვიქნები, ალბათ, "ჭრელო პეპელაც" ხმამაღალ ყვირილად მომეჩვენება... ან, იქნებ, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ რადგან მოხუცებს ნაოჭმიყრილი კანი და დაღლილი გამოხედვა აქვთ აუცილებლად სიწყნარე და სახლში ჯდომა სჭირდებათ? იქნებ, დაღლილი კი არა, უბრალოდ მოწყენილი სახეები აქვთ სულთან მოახლოვებული განშორების გამო. რა ვიცი?... ის კი ნამდვილად ჩანდა, რომ მოხუცებისთვის სახასიათო ყველა თვისება და საქციელი ჰქონდა ბაბუაჩემს, მაგრამ ეს ალტერნატიული მუსიკა?! იქნებ ყველაფერი მისი კარგი სმენის ბრალიც კი იყო, ახალგაზრდობაში მშვენივრად მღეროდა, ოღონდ ხალხურებს. ხალხური მუსიკა, მიუხედავად იმისა, უსმენ თუ არა, იცი, რომ "კარგია", მარტივი ლოგიკით: ფასეული რომ არ იყოს, ჩვენამდე ვერ მოაღწევდა! მაგრამ ალტერნატიული მუსიკა? რომელიც ისეთი „რაღაცნაირია“, რომ უამრავი ძველსმიჩვეული ყური აძაგებს და, ალბათ, სამართლიანად, რადგან ყველაფერი ახლის მიღებას დროში ადაპტაცია სჭირდება, მარტივად მას ან ძალიან ნიჭიერი და თანდაყოლილი თანამედროვე სულით დაბადებული ადამიანები იღებენ, ან ნიჭიერი და ძალიან განათლებული, რომლებმაც იციან, როგორც საინტერესო სიახლე, ისე მაინც უნდა მიიღონ იგი.

მუსიკალური განათლება ნაკლებად, მაგრამ მუსიკალური გემოვნება ბავშობიდან ჰქონია ბაბუაჩემს. ჯერ კიდევ ჩვილობაში, წამში წყვეტდა დიდი ხნის ატეხილ ტირილს, თურმე, "კრიმანჭულის" გაგონებაზე. ჩემი დიდი ბებია, უზნეო და მჩხავანა ბაბუაჩემს ვერაფრით რომ ვერ დააწყნარებდა, ყანაში წაუყვანდა ქმარს: – უმღერე, შენ გენაცვალე, მომჭრა თავი, შეაწუხა მეზობლებიო... ასე სიმღერ-სიმღერით გადააჩვიეს ბაბუაჩემი ცრემლების ღვრას და სატირლად მოღებული პირი მასაც სიმღერისკენ მოუბრუნეს. სოფელში ზოგჯერ "ყანის ბავშვსაც" ეძახდნენ, თუმცა, რაც ხმა ამოიდგა და "რ"-ს ომახიანად გამოთქმა ისწავლა, ყანაში არავის უნახავს, სულ ტაშ-ფანდურში გაატარა თავისი ცხოვრება. ბებია და ბაბუა მასაც ასწავლიდნენ, ფარსმან სპარსივით, "ცხოვრება უდაბნოა, ურწყული და ეცადე გარს შემოუაროო", ფარსმანისგან განსხვავებით, დაუჯერა წინაპრებს და ტკივილსა თუ გაჭირვებას სულ სიმღერ-სიმღერით იგერიებდა თურმე.

ერთხელ ტყეში წასულა სანადიროდ, ცოტა ხანში მეგობრებმა მიიხედ-მოიხედეს და სად არის ბაბუაჩემი? უფიქრიათ, ორმოში ხომ არ ჩავარდა, სადმე ხომ არ გადაიჩეხაო და დაფეთებულებს დაუწყიათ ძებნა და ყვირილი. შებინდებისას რას ხედავენ – ზის მურა დათვი ორ ფეხზე, დგას მის წინ ბაბუაჩემი და ხან ცეკვავს, ხან მღერის. ამის შემხედვარე კაცებს დაუმიზნებიათ თოფი დათვისთვის, დათვი წამომდგარა, ბაბუაჩემი იღლიაში ამოუჩრია და ტყეში წაუცუნცულებია. დათვის ბუნაგიდან, ბელებს შორის მოქცეულ ბაბუაჩემს, ძლივს მიუღწევია სოფლამდე. სოფელში კი ხმა გავარდნილა: ამის ტკბილი ხმის მოსმენა მხეცებსაც კი გულზე მალამოდ ეფინებათო! ჰოდა, ახლა, ეს ჩემი ხმატკბილი ბაბუა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიამოვნებით უსმენს ხმაურიან და არც თუ ძალაინ მელოდიურ ალტერნატიულ მუსიკას. ბაბუ გურულია. გურულების ხასიათს ძალიან ეტყობა, რომ მათი კუთხე მთაში "აბრაგებად" გაქცეული ქართველებისგან დაახლოვებით მე-15-ე საუკუნეში შეიქმნა, როგორც ყველა ახალი ეთნოსი, ისინიც სიახლეებს შედარებით მარტივად იგებენ და ეგუებიან, უფრო მეტიც, ისწრაფვიან მისკენ და ტრადიციასაც ნაკლებად აიდეალებენ. ალბათ, გურულობაც დაეხმარა ბაბუაჩემს, თუმცა "ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო!", თქვა დიდმა გალაკტიონმა და ასეა, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ყველაზე ადრე ხედავენ და ქმნიან ახალს. უნიჭოებს კი არ ესმით, რაც არ გესმის, არ მოგწონს, გძულს ან უბრალოდ ლანძღავ... ბაბუაჩემს ესმოდა. ისე გულისყურით უსმენდა, რომ ნამდვილად ესმოდა.

– ბაბუ, რა ნიჭიერი ყოფილხარ! – ვუთხარი მე და გაეღიმა, თითქოს გაუხარდა კიდეც. ის სკოლაში ცუდად სწავლობდა, ინსტიტუტიც ძლივს დაამთავრა... ყველა უსაქმურსა და დარდიმანდს ეძახდა. კარგი ხმის გამო თუ შეაქებდნენ  მხოლოდ... და აი, 80 წელს მიტანებულ ადამიანში პირველად დაინახა ვიღაცამ მისი ნამდვილი "ღირსება" და მერე ვინ? ღლაპმა შვილიშვილმა. ბაბუა იღიმოდა. მან მანამდეც იცოდა, რომ ნიჭიერი იყო. სულ წუწუნებდა, მამაჩემი ამიხირდა და არ ჩამაბარებინა კონსერვატორიაშიო... იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ მე რომ ვუთხარი, გაუხარდა. უცნაურად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და მერე ატირდა... სიკვდილის წინ კი ასეთი რამ დაწერა: "სიბერეში კი არ უნდა ჰკითხო შენს თავს: რისთვის მოვედი? ბავშვობიდან უნდა გიტრიალებდეს თავში! მე დავტირი ჩემს ნიჭს, რომელიც შემეძლო აქ დამეტოვებინა და მიმაქვს სამარეში". იქნებ, კიდევ რამის ნიჭიც ჰქონდა ბაბუს?.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზი

წაიკითხეთ ლიტერატურული ნაწარმოებები ბავშვთან ერთად და განიხილეთ პერსონაჟები და სიუჟეტი.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026