kids.ge logo

ლამაზი

ფავორიტებში დამატება

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთელდებოდა. ზამთარში ტყიდან ჩამოსულ მგელს რომ დაენახა ბანზე გადმომდგარი ელენე, ცხვარს თავს ანებებდა და ძუნძულით მიდიოდა ტყეში. გაუხედნავი ცხენი, ელენეს ხელის შეხებაზე, მშვიდად ისვამდა მხედარს ზურგზე...

შეშურდათ მის ტოლ გოგოებს, მიეპარნენ ჩაძინებულ ელენეს და მდუღარე გადაასხეს.

გაგიჟდა სოფელი, გადაირია... მოკვლა დაუპირეს ელენეს ხელმყოფელ გოგოებს, მაგრამ ელენემ წყნარად გაიღიმა და თქვა:

- არაფერია! - არ გაამხილა ბოროტები... იმდენად ლამაზი იყო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–14
ოპტიმალური ასაკი: 10–12

სხვა მოთხრობები

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ქართულის გაკვეთილები

- გამოცანაა თუ ჰამოცანა? - გამოცანა, რა თქმა უნდა! - აბა გერკულესი რატომაა ჰერკულესი? - იმიტომ, რომ რომაელები დაუმარცხებელ, გმირ ჰერაკლეს - ჰერკულესს ეძახდნე...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა. – გაუგონარი ამბავია, ცამ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს მოტივაცია

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს, რატომ არის მნიშვნელოვანი რუტინის დაცვა და როგორ დაეხმარება ეს მას მიზნების მიღწევაში.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026