kids.ge logo

ქართულის გაკვეთილები

ფავორიტებში დამატება

- გამოცანაა თუ ჰამოცანა?

- გამოცანა, რა თქმა უნდა!

- აბა გერკულესი რატომაა ჰერკულესი?

- იმიტომ, რომ რომაელები დაუმარცხებელ, გმირ ჰერაკლეს -  ჰერკულესს ეძახდნენ. გერკულესი რუსული კალკია, მაგათ არ აქვთ ასო ჰ.

- ააა, გასაგებია და კალკი რას ნიშნავს?

- აი, მექანიკურად რომ აკოპირებ და უაზროდ იმეორებ. მაგალითად, რუსული კალკია სათვალეები, კარები და ა. შ. რაც ორი ნაწილისგან შედგება, ყველაფერს მრავლობით რიცხვში წარმოთქვამენ.

- მაშინ რატომ ვამბობთ შარვალი და არა შარვლები, რუსულად ამ სიტყვასაც ხომ არ აქვს მხოლობითი ფორმა თავისი ორი ტოტოს გამო? - პატარა ნინოს დეიდამ თავზე ხელი გადაუსვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კმაყოფილი იყო მისი გონებამახვილობით და ღიმილით უთხრა: - ეგ თურქული სიტყვაა და შენ ეს ძალიან კარგად იცი.

- ჰო, ვიცი! - გადაიკისკისა ნინომ და თავსაფარი გაისწორა.

ნინო ირანის ერთ-ერთ პროვინციაში - ფერეიდანში ცხოვრობს. ქართულს რატომ სწავლობს? ტრადიციაა აქ ასეთი. მე-17 საუკუნეში შაჰ აბასმა ფერეიდანში ათი ათასობით, ასი ათასობით ქართველი იძულებით გადმოასახლა. მათმა შთამომავლებმა იციან ეს. იციან სად ცხოვრობდნენ და რა გვარის იყვნენ ოდესღაც. იციან ის სიმღერები, რომლებსაც მათი წინაპრები მღეროდნენ. ინახავენ იმ ნივთებს, რომლებიც ოდესღაც სამშობლოდან ჩამოიტანეს და ელოდებიან ცისარტყელის გამოჩენას, რადგან გადმოცემის თანახმად -  ვინც ცისარტყელის ქვეშ გაივლის, ის საქართველოში დაბრუნდება!.. პატარა ნინოც სწავლობს პოლიგლოტი დეიდისაგან წინაპრების ენას. გულისყურით კითხულობს დიდი ბებიის  ბებიის დედის მზითევში მოყოლილ დაფლეთილ „ვეფხისტყაოსანსა“ და კარაბადინს... 21-ე საუკუნეში ოცნებების ასრულება ცისარტყელის გარეშეცაა შესაძლებელი. ნინოც მიჰყვება თავის ოცნებას, რომელსაც საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მოჰყავს. ხუთი წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის აკადემიაში ჩააბარებს და ჯარისკაცი გახდება და როცა ერთ დღესაც წარმოთქვამს ფიცს და ხმამაღლა დაიყვირებს „ვემსახურები საქართველოს!“ - მოეჩვენება, რომ საკუთარ ოცნებასთან ერთად მისი წინაპრების ნატვრაც ახდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ ბავშვი გამბედავი

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024