kids.ge logo

თუ მზე ჩაქრება

ფავორიტებში დამატება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნს.

- “ადამიანთა სევდას”- მოკლედ მოუჭრა შვილიშვილმა.

- რაო, რას ამბობენ ადამიანები, რა გვიჭირს და რა გვაწუხებსო? - თავს არ ანებებდა ბაბუა. საბას მარტივად შეეძლო ეპასუხა:“უფ, რა ვიცი ერთიო?!. ” და მოთხრობის კითხვა გაეგრძელებინა, მაგრამ ბაბუს მზერაში დიალოგის გაბმის ისეთი მძაფრი სურვილი ამოიკითხა, რომ სადღაც შესცოდა კიდეც და წიგნი გვერდზე გადადო, მერე ბაბუს ღიმილით ამოხედა და უპასუხა: - რა და დადის გოდერძი ჩოხელი სოფლებში კარდაკარ და იწერს ადმიანების სურვილებს, ნატვრებსა და წუხილს, იმას თუ ვის რა სევდა აწევს გულზე... გინდა მე შენასას ჩავიწერ...

- აი, მითხარით ბ-ნო ნიკო, რა გიხარიათ და რაზე დარდობთ ყველაზე მეტად? - ბაბუ შეცბა, არ ელოდა და გაუხარდა შვილიშვილი მისი განცდებით რომ დაინტერესდა… - რა მიხარია და რაზე ვდარდობ იცი... - დაიწყო ნიკომ საქმიანად და თან ჭერს დაუწყო ყურება, რომ ცხოვების ნაფიქრალისათვის თავი მოეყარა და აზრები დაელაგებინა - რა და... მიხარია, რომ თანდათან ყველა ნატვრა ხდება რაზეც მთელი კაცობრიობა ოცნებობდა. მაგალითად, შუა საუკუნეებში ცოლები მხოლოდ გამრავლების მიზნით მოჰყავდათ... ალბათ, როგორ ევედრებოდნენ ღმერთს ქალები, რომ ვინმე შეყვარებოდათ, მასთან ერთად ევლოთ, კარგად გაეცნოთ და ორმხრიცი სიყვარულით შეემნათ ოჯახი... თავის მხრივ, მამაკაცებიც ოცნებებდნენ, რომ საყვარელი ქალი შეერთოთ ცოლად, რომელიც იქნებოდა მაგალითად საქმიანი და არა ნაზი არსება, სულ საჩუქრებითა და ფერუმარილით გაფუფუნება რომ სჭირდება... მაინცდამაინც ამ ქორწინების თემას რომ არ ჩავაცივდეთ... ალბთ ადამიანები ოცნებობდნენ მოგზაურობაზე, მეტ თავისუფლებაზე, კაფეებზე, სადაც მშვიდად დალევდნენ ყვას და ნაირნაირ ტკბილეულს მიაყოლებდნენ... ამის საშუალება კი არ იყო, სანამ ტექნიკურად არ განვითარდა მსოფლიო და უცებ, უცებ კი არა და ნელა-ნელა, თანდათან აღმოჩნდა, რომ ადამიანს ბევრი აღარაფერი აქვს საოცნებო, გარდა ჯანმრთელობისა და სურვილისა იყოს გავლენიანი. ესეც მალე მოგვარდება... ჯანდაცვის სისტემას არც ისე ბევრი დარჩა იმისთვის, რომ ყველა დაავადება ჩანასახშივე აღმოაჩინოს და დაუყოვნებლივ მოუგონოს წამალი. გავლენას კი რაც შეეხება - მონდომების ამბავია. შეგიძლია ჩაერთო სოცილაური ქსელით და მთელ მსოფლიოს გააგონო შენი ხმა ან რაღაც ისეთი დაწერო, რომ მილიონობით ადამიანმა გააზიაროს - დაგიჯეროს, დაგაფასოს და რაღაც ნაწილი შენი მიმდევარი ან ფანი მაინც გახდეს. მაგრამ ყველაზე მეტად იცი რაზე ვდარდობ? კაცობრიობა, რომელმაც ამდენი იწვალა, რომ ბოლოსდაბოლოს მისთვის საურველი კომფორტული ცხოვრებისთვის მიეღწია, კაცობრიოობა რომელიც ბოლოს და ბოლოს მშვიდ ცხოვრებას დაიწყებს და მხოლოდ და მხოლოდ წვრილმანი ოცნებების ამარა დარჩება, მე მეშინია, რომ სწორედ მაშინ ჩაქრება მზე და მის ადგილას დარჩენილი შავი ხვრელი შთანთქავს ამ ნაფუფუნებ დედამიწას, სამყაროს, რომელმაც ყველაფერს მიაღწია!

- იცი რა, ბაბუ, ასეთი უპრობლემო ცხოვრება მოსაწყენია! - გააწყვეტინა საუბარი საბამ...

- მოსაწყენი და აზრსმოკლებული ცხოვრება მაშინ ხდება, როცა წყვეტ განვითარებას, როცა ინტერესს კარგავ, როცა აღარ იზრდები და ისევ ისეთი ხარ, როგორიც ორი ან ხუთი წლის წინ იყავი და იცი როგორ უნდა მიხვდე ამას?

- როგორ?

- როგორ და ასეთი ადამიანები წარსულს მისტირიან ხოლმე. თავის წარსულ ცხოვრებას აქებენ და საკუთარ თავი მოსწონთ ისეთები, ოდესღაც რომ იყვნენ... დაიმახსოვრე ბაბუ, თუ როდესმე იფიქრებ: ეჰ, რა ბედნიერი ვიყავიო! - ეს ნიშნავას, რომ წინავლა შეანელე და სადღაც გაიყინე... ყოველთვის სჯობს იფიქრო, რომ აუცილებლად უფრო და უფრო მოგეწონება საკუთარი თავი მომავალში...

- და... შენ ასე აღარ ფიქრობ ბაბუ, ხო?

- რა ვუყოთ, მე 81-ის ვარ და მომავალი თითქმის აღარ მაქვს... ჩამეხუტე რა! - საბამ ორივე ხელი მოხვია ბაბუს კისერზე და სახე ლოყაზე მიადო. ბაბუმ მხარზე აკოცა და ჩაილაპარაკა: - ძველად მამაკაცები ასე კოცნიდნენ ერთმანეთს პატივისცემის ნიშნად.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 9–16
ოპტიმალური ასაკი: 12–15

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

დაგეგმეთ აქტიური შაბათ-კვირა

დაგეგმეთ აქტივობები, როგორიცაა ცურვა, სრიალი ან თხილამურებით სრიალი.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026