kids.ge logo

ამადეუსი

ფავორიტებში დამატება

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო...

პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ბგერების მოსმენა, ასე სათითაოდ აკრეფილიც კი უყვარს, უმელოდიოდ, ცალკე, ერთი კლავიშის ხმაც ახალისებს. სწრაფად და მოქნილად გადაუვლის ოქტავას ერთიბეწო თითებით და ასეთივე სისხარტით გადმოირბენს უკანვე.

 _ Oh,  gut, zehr  gut! - ყოველდღე უძახის გაოგნებული მასწავლებელი და აღფრთოვენებისგან ტაშს უკრავს წამდაუწუმ.

ამადეუსი კი მხიარულად ასრულებს ბევრ გრძელ სიმფონიას და ვერ ხვდება, რა არის ამაში გამაოგნებელი. დაკვრა ისეთივე ადვილია მისთვის, როგორც თამაში, ოღონდ უნდა მოგწონდეს სათამაშო...

ამასწინად სალიერს დაარტყა თითებზე ჯოხი მასწავლებელმა: ასე ცივად ნუ უკრავთ, ცოტა აღელდით, ინერვიულეთ!.. სალიერმა მხრები მაღლა ასწია, მერე მკლავებიც, თავიც გააქან-გამოაქანა, აღელდა და აღელდა რაც შეეძლო. მასწავლებელს გაეცინა, თავზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენგან მშვენიერი მსახიობი დადგება, ყმაწვილო...

პატარა ამადეუსს ძალიან მოუნდა მასზეც ეთქვა მასწავლებელს რაღაც, გარდა Gut, sehr gut -ისა, რომელიც ყოველ დღე უწუოდა ყურში. მოკლედ, როცა ჯერი მის დაკვრაზე მიდგა, აღელდა და აღელდა, გაიღვარა ოფლად. მასწავლებელმა ტაში შემოჰკრა, ამადეუსს ჩაეხუტა და უჩურჩულა: - Oh, sehr, sehr, sehr gut Mocart!

არა, ბედი არ ჰქონდა ამადეუსს რა, ამ sehr-ის სამჯერ გამეორებისთვის ვიწვალე ამდენიო? – გაიფიქრა. სალიერისგან მსახიობი დადგება, მე კი ყოველ დღე კარგი, ან კარგი, კარგი, კარგი ბიჭი ვარ და მორჩა.

პატარა მოცარტს მასწავლებელმა მხილოდ ერთხელ უთხრა განსხვავებული ფრაზა, ბოლოს, მეცადინეობის დამთავრებისას: - ყმაწვილო, შენ დიდი მუსიკოსი ხარ და შენი სიდიდის გაძლება უკვე  შეუძლებელია.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სალიერმა ღვინოში საწამლავი ჩაყარა და მოცარტი მოკლა, დაიჯერა მასწავლებლის სიტყვები: სალიერი მართლა კარგი მსახიობი იყო, თვითონ კი ალბათ დიდი მუსიკოსი, რადგან სალიერმა თავიდან მოიცილა.

 

Sehr - ძალიან (გერმ.)

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–17
ოპტიმალური ასაკი: 12–15

სხვა მოთხრობები

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება

გაუზიარეთ თქვენს ოჯახის წევრებს თქვენი გამოცდილება და ცოდნა, რათა დაეხმაროთ მათ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026