kids.ge logo

მგელი და ცხვრები

ფავორიტებში დამატება

ერთ გლეხს ათი  ცხვარი ჰყავდა. იგი მათ ყოველ დილით ეუბნებოდა;

მგლისგან დაცულები იქნებით ყოველთვის, თუ არ დაგავიწყდებათ,რომ  ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის არსებობთო. ცხვრებს კი არასოდეს უფიქრიათ ამის გათვალისწინება და ბალახის დანახვისთანავე ავიწყდებოდათ ერთმანეთი.

მგელი ყოველდღე ცხვრების შორიახლოს დასუნსულებდა  და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა ხელში ჩასაგდებად. იგი დაკვირვების შედეგად მიხვდა ,რომ ცხვრებს

საერთოდ არ ახსოვდათ  პატრონის დარიგება და გახარებული 

ჩუმად იცინოდა. 

ზაფხულის მზიან დღეს ცხვრები ჩვეულებისამებრ გაუშვეს მინდორში და მთავარი წესიც გაახსენეს,რის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ. ისინი კი მხოლოდ ჭამაზე და საკუთარი თავზე ფიქრობდნენ . ბალახით კარგად ,რომ დანაყრდნენ  ხის ქვეშ მოკალათდნენ და ძილს მიეცნენ. მგელმა ეს შენიშნა თუ არა მაშინვე მიიპარა და ნაპირიდან ერთ-ერთი მოხერხებულად მოიტაცა .  ცხვრის განწირულ ყვირილზე სხვებსაც გაეღვიძათ,მაგრამ 

ეს ჩვენ არ გვეხებაო და ძილი გააგრძელეს.

მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ნადირმა დრო იხელთა და ამჯერად მეორე ცხვარი წააცუნცულა.

მართალია სხვებმა შენიშნეს გასაჭირში ჩავარდნილი ცხვარი შველას როგორ ითხოვდა,მაგრამ ჩვენ ხომ არ გვერჩისო და ყურიც არ ათხოვეს.

მომდევნო დღეებშიც მგელი იგივენაირად დაელოდა მომენტს   და 

ყოველ დღე თითოს ცხვარს მიარბენინებდა.  ბოლოს ერთი ცხვარი დარჩა და მიხვდა მისი მშველელი 

უკვე აღარავინ იყო და თქვა:

პატრონი სულ გვეუბნებოდა ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის არსებობთო. ჩვენ კი არც ვუსმენდით,ამიტომ ღირსი ვარ ახლა რაც ჩემს თავს ცუდი ხდებაო.

მორალი (შეგონება): ზოგჯერ გულგრილობა და უმოქმედობა სავავალოდ სრულდება.

ნათია აბულაძე
2 ოქტომბერი, 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაიკითხეთ წიგნები ემპათიის თემაზე

წაიკითხეთ ბავშვთან ერთად წიგნები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ემოციებსა და სიტუაციებს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026