მდინარის ნაპირას გრძელფეხება და გრძელნისკარტა თეთრი ყანჩა ბინადრობდა. იგი მხრებში ყოფდა თავს ,გაუნძრევლა იდგა აბეზარი თაგვებისა და ხვლიკების სადარაჯოზე,რომლებსაც მუსრს ავლებდა,შემდეგ კი გაიძახოდა :_ერთი შემომხედეთ,რა გონიერი , მოქნილი და მოხერხებული ვარო!
ყოველი დღე თავმომწონეობასა და იმაზე საუბარს ეთმობოდა თუ რაოდენ გამოირჩევა სხვა ფრთოსნებისგან. როგორი სილამაზის პატრონია, რა მოხერხებული, მოქნილი და ჭკვინი არსებაა.
აცივდა თუ არა ყანჩამ მოიწყინა, სატრაბახო გამოელია,მაგრამ გაახსენდა მალე თბილს ქვეყნებისკენ უნდა გავფრინდეთო , უცებ გაიფხორა და ჩაილაპარაკა: _ ახლა უკვე დროა კიდევ ერთხელ თავი მოვიწონოო და შესძახა:
მეგობრებო, პირველი მე გავფრინდები და დააკვირდით რა სიმაღლეზე შემიძლია ფრენა და შემდეგ მომბაძეთო!_ეს თქვა და ნისკარტაწეული ცაში აიჭრა, ერთხანს მაღლა-მაღლა დაფრინავდა,შემდეგ ჩამოქვეითდა და ბოლოს ყველას დალღლილ-დაქანცული დაენარცხა მიწაზე. ყველამ სიცილი დააყარა, მარტო ერთ ფრთოსანს არ გასცინებია, წამოაყენა, გატეხილი თავი შეუხვია და ჩუმად უთხრა:
ტრაბახი უგვანო კაცის საქმეა, სხვის გულს ასე ვერ მოიგებ, დაივიწყე ეს ცუდი ჩვევა და მეტ პატივიცემასაც დაიმსახურებო.
მორალი(შეგონება): ტრაბახი უგვანო კაცის საქმეაო.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ სოციალური პრაქტიკა
სოციალური პრაქტიკა დაეხმარება ბავშვს, ისწავლოს, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო