ამ დროს კოსმონავტმა ბავშვებს გადახედა.
- „მოდი რაღაც ვაჩვენოთ.“
თათუმ პატარა მექანიზმი ააწყო.
ქუბიმ ენერგია მიაწოდა თავისი ჯადოსნური თმით.
ნინადუმ პატარა მუსიკა დაუკრა და მისი აწყობილი ლამაზი თოჯინა მოდელი აჩვენა.
მექანიზმმა პატარა ბორბლები აამოძრავა.
ზიტიტი გაოცებული უყურებდა ამ ყველაფერს.
შემდეგ ნახა როგორ თამაშობდნენ ბავშვები მარათონს და როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს თუ ვინმე წაიქცეოდა.
- „თქვენ… სწავლობთ თამაშით.“
ვივანმა ჩაი ჩამოასხა.
- „ზოგჯერ თამაში ყველაზე სერიოზული სწავლაა.“
სტუმარი დიდხანს უყურებდა ბავშვებს.
შემდეგ თქვა:
„იქ, ჩემს სამყაროში, უფროსები ამბობდნენ რომ თუ ბავშვებს თავისუფლებას მისცემ, ყველაფერს ქაოსში გაახვევენო.
მაგრამ აქ…
მე ქაოსს ვერ ვხედავ.
მე მხოლოდ სიცოცხლეს ვხედავ.
ელზის გაეღიმა და თქვა.
- „იქნებ იმიტომ, რომ შენ იმათ არ ჰგავხარ? იქნებ ბავშვებს ენდობი ან მეტს ფიქრობ.
ზიტიტმა სარკისკენ გაიხედა.
და პირველად დიდი ხნის შემდეგ გაუჩნდა შეკითხვა, რომლისაც ეშინოდა რადგან მის სამყაროში აკრძალული იყო:
„იქნებ… ბავშვებმა უნდა გვასწავლონ ჩვენ?“ ან იქნებ ჩვენც ბავშვები ვართ და სადღაც დავიკარგეთ? იქნებ დაგვავიწყდა სინამდვილეში როგორები ვიყავით და ახლა ამის ძებნაში ვხარჯავთ დროს?
ვივანმა მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა:
შეგიძლია ჩვენთან დარჩე ბრო. აქ ეძებე შენი პასუხები!
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
შეზღუდეთ შაქრის მოხმარება
შეზღუდეთ ტკბილეულის, გაზიანი სასმელების და სხვა შაქრიანი პროდუქტების მოხმარება.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო