kids.ge logo

მაგდანას ლურჯა

ფავორიტებში დამატება

მეორე დღეს მაგდანამ თავზე ხელი გადაუსვა თავის ლურჯას, დიდხანს ჩასცქეროდა ტკბილ, დაღონებულ თვალებში და თავი გაიქნია: - განა ასეთი იყავ ამ რვა თვის წინათ? განა ასე გიბზინავდა აქა-იქ ამოგლეჯილი შენი ლურჯი ბალანი, ჩემო ლურჯავ? განა მენახშირე ისევ ისე არ გადაგაძრობს ჩემს მორჩენილ ბეჭებს? ნეტა ლაპარაკი მაინც იცოდე, რომ შენა გკითხონ, თუ ვის აირჩევდი პატრონად. - ლურჯაც თითქოს გრძნობდა თავის განსაცდელს და, რაც შეეძლო ზედ ეკვროდა თავის პატრონს.

მაგდანამ კარგად მოუარა თავის ბედაურს, კურტანიც კი აღარ დაადგა, რომ ყველას ენახა, რა რიგად იყო მოვლილი მისი ლურჯა; კისერზე თოკი გამოაბა და რომ შვილების ტირილი და ვაგლახი აღარ ენახა, გაუთენებლივ გაუდგა გზას. ჯერ სოფლის „კანცელარიაში“ ჩამიჩუმიც არ იყო, რომ მაგდანა თავისი სახედრით იქ გამოცხადდა.

სოფო, მიხა და ორი პატარა მთელი დღე ბანზე ისხდნენ, არც ერთს იმათგანს მთელი დღე ხმა არ ამოუღია. თითქმის არა უჭამიათ რა და მხოლოდ გზას გასცქეროდნენ. მზემ კარგად გადაიწია და მაგდანა კი არსად ჩანდა.

ბავშვები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. სოფო, რაც ძალი და ღონე შერჩა, კიდევ ნუგეშსა სცემდა პატარებს, თუმცა თვითონ მთლად კანკალებდა მოუთმენლობით.

მზე ჩავიდა და აგერ გზის პირად გამოჩნდა მაგდანას შავი თავშალი. კიდევ ერთი წამი და მაგდანა, წელში გაშლილი, პირმოღიმარი, თოკით ხელში ლურჯას წინ მოუძღვოდა და თავის მოწმებით გარშემოხვეული მოუახლოვდა სოფელს. მაგდანას შვილები სახედრის დანახვაზე მთლად გადაირივნენ: ტიროდნენ, იცინოდნენ, ხტოდნენ, გარბოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ და ისევ გარბოდნენ. ბოლოს ოთხოვე წივილ-კივილით ვირს მოეხვივნენ და ჰკოცნიდნენ, ზედ ახტებოდნენ და უალერსებდნენ.

- კარგით, შვილო, კარგით! ხომ ხედავთ, ლურჯა ჩვენ გვარგუნეს. სოფო, შვილო, გაიქე სახლში, ცეცხლი გააჩაღე, ამ პატიოსან მოწმებს უნდა გავუმასპინძლდე.

მაგდანა თავის მოწმეებს გულუხვად დაუხვდა. ღვინო და არაყი ბლომად მიართვა, კარგი ჩასუქებული დედალიც დაუკლა და შუაღამემდის იმის ერდოდან, წუხანდელი ტირილის მაგივრად, ჰარიარალეს ხმა ამოდიოდა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 9–16
ოპტიმალური ასაკი: 11–14

სხვა მოთხრობები

საახალწლო ხუმრობა

პაპა მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა, სერთუკის უკანა ჯიბიდან ხელსახოცის ყური უჩანდა. პატარა კუდრაჭელა ნუნუ კუთხეში დედოფლებთან თამაშობდა. გოგონა რიღასთვისღა ...

მაგდანას ლურჯა

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს  ზაფხ...

ბებია კატო

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტეოდა, გარეთ ი...

ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები!

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართვ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ პასუხისმგებლობა

მიეცით ბავშვს ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობა, რათა მან იგრძნოს თავი კომპეტენტურად.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026