kids.ge logo

მაგდანას ლურჯა

ფავორიტებში დამატება

მშვენიერი, წყნარი, მთვარიანი ღამეა. მაგდანა თავისი ოთხი შვილით ვახშამს მოსჯდომია ეზოში, წინ პურჩაყრილი მაწვნით სავსე ტაფა უდგათ, მაგრამ კი არავინ სჭამს. იმათ მოშორებით, ბაკის ღობესთან, გამობმული ლურჯა კი მადიანად ახრამუნებს მწვანე ბალახს. მაგდანა მწარედ ჩაფიქრებული შესცქერის მთვარეს და თვალები ცრემლებით ევსება, ვინ იცის, რითი გადაწყდება ხვალ იმისი საქმე. წაართმევენ ერთადერთ სახსარს ცხოვრებისას - ლურჯას, თუ შეიბრალებენ ამის წვრილშვილს და არ გასწირავენ? - ოხ, ღმერთო, სად არის შენი სამართალი! მომხედე მე საცოდავს, ჩემს საბრალო ობლებს! განა ლურჯა მართლა ჩემი არ არის? განა მართლა მე და ჩემი შვილები ამის მოვლაში და საზრდოს ზრუნვაში არ ვიყავით!... რო წაგვართვან, რაღა გვეშველება! ისევ უნდა წელში მოვიხარო და ოთხფეხ პირუტყვსავით ზურგით უნდა ვზიდო რძე და მაწონი! ოხ, ოხ, ღმერთო! შენ იყავი ჩემი მფარველი. - და მაგდანას გადმოსცვივდა მწარე მდუღარება.

- დედა, რათა სტირი? - უთხრა დედას გულამომჯდარმა სოფომ, - იქნება „სუდებმა“ ჩვენ გვარგუნონ, წინადვე გულს რად იხეთქავ?

- დედა, მოდი, მე ზედ შემსვი, - ტირილითვე უთხრა მიხამ, - და მანამ არ მომკლავენ, ძირს არ ჩამოვალ.

- შე საწყალო, შენა! მანამ არ მომკლავენო! შენ რა ხარ, შვილო, რომ შენი მოკვლა რა იყოს? პანტასავით იქით გადაგისვრიან და ბევრსაც გირტყამენ.

- მაშ, მოდი, დედა, მთიულეთში წავიყვანოთ და იქ დავმალოთ, - იმედს არა ჰკარგავდა პატარა მიხა.

- დედა, პური ჭამე, გეთაყვანე, ღმერთი მოწყალეა! გუშინ ნოზაძიანთ ნინიკა ამბობდა: მთელი სოფელი უმოწმებს, რომ მკვდარი მოაბრუნაო. მაგდანას დამალვით ხომ არ დაუმალავს, საქვეყნოდ „ტარშინას“ გამოუცხადა, რომ თუ ზამთარში გამოვკვებავ, მერე აღარავის დავანებებო. ან ვის გაუგონია დავარდნილი სახედრის უკან დევნაო, ეგ გზა სულ მენახშირეებით არის გათელილი, მაგის მეტი რა გვინახავსო? დავარდნილი სახედრები ბევრი გვიპოვნია, ბევრი მოგვიბრუნებია, მაგრამ პატრონს ხმაც არ ამოუღიაო.

- ეგ მეც ვიცი, შვილო, მაგრამ, ვინ იცის, „სუდიები“ „კანცელარიაში“ რა ქეიფზე იქნებიან, ვისას უფრო გაიგონებენ. მენახშირე ფულით არის გატენილი, მე უბედური გლახა ვარ და გლახისას ვინ რას შეიწყნარებს.

- არა, დედილო, არა, ჩვენ ლურჯას ვერავინ წაგვართმევს, - ქვითინით წამოხტა პატარა მიხა და მივარდა სახედარს: - არა, ლურჯავ? შენ ნუ წაჰყვები იმ ოხერ მენახშირეს, ნუ წაჰყვები, შენი ჭირიმე! - და ამ სიტყვებთან ერთად ორივე ხელით შემოეხვია ლურჯას კისერზე.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 9–16
ოპტიმალური ასაკი: 11–14

სხვა მოთხრობები

მაგდანას ლურჯა

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს  ზაფხ...

საახალწლო ხუმრობა

პაპა მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა, სერთუკის უკანა ჯიბიდან ხელსახოცის ყური უჩანდა. პატარა კუდრაჭელა ნუნუ კუთხეში დედოფლებთან თამაშობდა. გოგონა რიღასთვისღა ...

ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები!

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართვ...

ბებია კატო

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტეოდა, გარეთ ი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ მეორადი ტანსაცმელი

შეიძინეთ ტანსაცმელი მეორად მაღაზიებში ან გაცვალეთ ტანსაცმელი მეგობრებთან.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026