kids.ge logo

ბებია კატო

(ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტეოდა, გარეთ იწევდა.

და, რადგანაც გული ადამიანისა ბუდეა სიყვარულისა, ბებია კატოს ფართო გულშიაც უშველებელი, დიდი, უსაზღვრო სიყვარული იყო დაბუდებული, იმას უყვარდა ყველა არსება: კაცი, ქალი, ბებერი, ნორჩი და შუათანა, გლეხი, მდიდარი, უშნო, ლამაზი ბებიას გულში თავ-თავისს შესაფერის ბინას ჰპოვებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტად ბებია კატოს ბავშვები უყვარდა: პაწაწინები, უმანკოები, მომავლის კოკრად გაჩენილები.

ოჰ, ბავშვნი! ეს მომავალნი იმედნი, ეს ია-ვარდნი, გულის სატრფონი ბებია კატოს მეტად უყვარდა და მთელს სიცოცხლეში მათს სიხარულსა და ბედნიერებას თავსა სწირავდა: ხნავდა, სთესავდა იმათთვის კაცთმოყვარეობას, გულკეთილობას, კეთილშობილებას, სიბრალულს, გულუხვობას, სათნოებას, მართლის სიყვარულსა და სხვა მრავალსა კაცთა სიკეთეს.

სთესავდა, უვლიდა, ახარებდა, ამშვენიერებდა ამ თვისებათა და გაფაქიზებულთ, ოქროს მძივებად ასხმულთ, ატანდა ბავშვებთან დილისა სიოს, მზის ბრწყინავს სხივებს, მთვარის მკრთალს შუქსა, ყვავილთ ტკბილს ფერფლთა და გაზაფხულის ფრინველთ სტვენა-გალობას შეუდარებელს.

და მიდიოდა, იფანტებოდა ყველა ეს, ბავშვებისადმი მირთმეული, სამხრეთ-ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთამდის, უვლიდა მხარეს, მთის აქეთ-იქით, ბარში თუ მთაში და იქ დარგული იზრდებოდა თანდათანობით, ნელ-ნელა, მაგრამ ბეჯითად ეთვისებოდა ბავშვთა მშვენიერთ და ჰყვავდებოდა.

ბებია კატო ამ ხვნა-თესვაში ბედნიერდებოდა და სხვა რამ ჯილდო ამქვეყნიური არც კი იცოდა, არც კი ნატრობდა...

...მაგრამ ბებია კატოს ფრთები შეესხა და წარეტაცა ყოველ კუთხისკენ, აღმოსავლეთით და დასავლეთით და გაახარა, მოამკვევინა თავისი ნათესი.

ბავშვთა კრებული ყველგანა ცნობდა თავისს ბებიას, უალერსებდა, შესცინოდა და თავს ევლებოდა.

ბებია კატო ნათლად ხედავდა თავისის ნათესის შედეგსა და გარდამეტების აღტაცებით ცრემლებს აფრქვევდა და ეს ცრემლები ძვირფას, უებრო მარგალიტებად მის გულსა ფართოს უფრო და უფრო აფართოვებდნენ, ბუდედ დიდებისა და სიტკბოების ფუძედა ხდიდნენ, ბებერს ბებიას ან დაუძლურებულს კვლავ ამხნევებდნენ, რომ დაეთესნა ძვირფასი ყანა და სათნოების ყვავილთ გრეხილი კვლავ გაეგზავნა სიოსა ფრთებით, მზისა სხივებით და გაზაფხულის ფრინველთ ჭიკჭიკთან შეერთებული ყმაწვილებისათვის.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–15
ოპტიმალური ასაკი: 9–12

სხვა მოთხრობები

ბებია კატო

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი-ადამიანი, მხოლოდ კატო ბებიას დიდი, ისეთი დიდი გული ჰქონდა, რომ გულ-მკერდში არ ეტეოდა, გარეთ ი...

საახალწლო ხუმრობა

პაპა მაგიდასთან იჯდა, გაზეთს კითხულობდა, სერთუკის უკანა ჯიბიდან ხელსახოცის ყური უჩანდა. პატარა კუდრაჭელა ნუნუ კუთხეში დედოფლებთან თამაშობდა. გოგონა რიღასთვისღა ...

მაგდანას ლურჯა

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს  ზაფხ...

ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები!

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართვ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ურიგაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026