kids.ge logo

ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი

ფავორიტებში დამატება

დაბადების ადგილი: სოფ. სურმუშში, ცაგერის რ-ნი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება) 1956 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი - "ერთი ღამის სიჩუმეში" - 1959 წელს. 1962-1963 წლებში ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანია, 1963-1967 წლებში - ჟურნალ "დილას" მთვარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში - ჟურნალ "ცისკრის" მთვარი რედაქტორია, შემდეგ - ჟურნალ "დროშას" მთვარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი. აღსანიშნავია პოეტის წიგნები "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას"! (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია".  მის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე.  მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

„მარიკოს ჭიამაია“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით არჩევანის საშუალება

მაგალითად, თუ თქვენი 3 წლის ბავშვი უარს ამბობს საჭმელად მაგიდაზე დაჯდომაზე, შეგიძლიათ თანამშრომლობის შემთხვევაში შესთავაზოთ დესერტი და პირიქით. „თავდაპირველად, თქვენმა შვილმა შეიძლება არ გააკეთოს სწორი არჩევანი, მაგრამ საბოლოოდ ის ამას გააკეთებს, რადგან დაინახავს, რომ არასწორი არჩევანი არ არის სასურველი“ - ამბობს ბუსი. დარწმუნებული იყავით, რომ თუ გინდათ რომ თქვენმა შვილმა აირჩიოს ვარიანტი A, ვარიანტი B ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026