kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

თეთრად გადახატულა
ბაღში ჩვენი ხეხილი,
დარბის ფისო ხატული,
გადათელა ჯეჯილი.

აგერ, ბაბუ ფუსფუსებს, 
ვაზის ძირებს დასცქერის,
ბებო ამბარს მიადგა
გობითა და საცერით.

ბაბუს ჭიგოს მივაწვდი,
გუშუნ მისთვის გავთალე,
ბებოსათვის ვიქნები
ხელჯოხი და სათვალე...

სოფლად უცებ ღამდება,
შრომაში და თამაშში, 
არ გეწყინოთ დედიკო, 
ვერ წამოვალ ქალაქში!

მალე დიდი გავხდები,
ერთ შვილს არ დავჯერდებით,
თქვენთან გამოვაგზავნი,
როცა დამიბერდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაჩუქარი ცხენინინიკო და გიორგი დავობენ და როგორ: -ხომ მაჩუქე ეს კევი რატომ მართმევ გოგო?! დედამ უთხრა:-ნინიკო რომ აჩუქე...* * *არჩევანი, არადანი, კინკლაობენ ძმები, -ჩვენ ვიქნებით გამჭრელები, -კარში ჩვენ ჩავდგებით! როგორც იქნა შეადგი...გაზაფხულიმოჩუხჩუხებს ნაკადული, ამბებს ყვება ქვეყნისას, -გამოცოცხლდით, ყვავილებო, გაზაფხული გვეღირსა! ჰა, მეც თავი ...ქოლგა-ჯოხიბებოს ძველი ქოლგა კარადაზე მოსთქვამს: -დავიღალე გდგებით, დამასველეთ, ვკვდები! მომენატრა წვიმა, ონავარი ქა...რას გაუგებ ბუნებას ჯერ კვირტები გამოიღო, შემდეგ-ბევრი ყვავილი, ცოტა ხანში ყვავილიდან პაწაწინა ვაშლები, მის ტოტებზე შემსხდარ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026