kids.ge logo

ბომბორა

ფავორიტებში დამატება

წუხელ ჩვენს ბაღში ვიღაცას,
ბალი სულ დაუკრეფია.
ამ ჩვენს ბომბორა ძაღლსა კი,
ერთიც არ დაუყეფია.

რა მოგივიდა ბომბორა,
რას მიქიცინებ მაგ შენ კუდს;
მითხარი, ერთი, მშიშარავ,
რატომ არ უყეფ ღამით ქურდს!

არა სთქვა: „ძილი არ მყოფნის“
დღისით სულ გძინავს უსაქმურს;
ღამით რა მოგდის ნეტავი,
ხომ არ დაგაკლდა ცოტა ყურს?

თითქოს შერცხვაო ბომბორას,
თათებში თავი ჩამალა...
ერთი სული აქვს დააფრთხოს,
ქურდების მთელი ამალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...ჩიტუნიამიხარია, ჩიტუნია, მოფრენილო ციდან; ასე ტკბილად, რომ ჭიკჭკებ ამწვანებულ ხიდან. რას ჭიკჭიკებ, რომ ვიცოდე, ნ...ისევ ფისოფისუნიავ, ისევ ჩამივარდი ხელში? მაგიდიდან ისევ ჩამოაგდე თეფში? რატომ ცდილობ, რატომ გააბრაზო ბებო? სანამ უ...ლიზიკო- შენ რა გქვია? - ლიზიკო! - მერე, ჩემო, ლიზიკო, ენას რატომ მიბზიკავ? - მაპატიე, ბიძიკო, აღარ გამოგიბზიკავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026