kids.ge logo

საათი

ფავორიტებში დამატება

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
ისმის კედლის კუთხიდან,
გუგული კი გადმოგვძახებს
პაწაწინა ყუთიდან.

ეს პატარა ისარია,
წუთის ჩამოსათვლელი,
წამი წუთის, წუთი _
დროის არის გამოსათვლელი.

საათი კი სამოც წუთად,
ციფერბლატად იშლება?!
ის მაკვირვებს, რომ მზე საათს
როგორ ემორჩილება?

ცხრა საათზე დილა არის,
ექვს საათზე _ საღამო.
თორმეტზე კი შუდღე
და განწყობა საამო.

ბებო ხშირად მეკითხება,
რომ სათის რა დროა?
გუშინ რომ დრო იყო,
ზუსტად ახლაც ისევ ის დროა.

შეკითხვებზე იცინიან,
მე ვბრაზდები ამაზე.
დრო მოქმედებს ჩემს ძილზეც
და ნაყინის ჭამაზეც,

წამი წუთის, წუთი დროის _
მერია ფიქრები,
სწორ პასუხებს გაგცემთ ყველას,
როცა დიდი ვიქნები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეც უფროსი გამოვალწელს მივდივარ სკოლაში და დიდივით ვფიქრდები, რა გამოვალ ნეტავი, როცა დიდი ვიქნები? როცა ვცელქობ, მეტყვიან,...ფეხბურთისაღამოზე მეგობრები სათამაშოთ წავედით, ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ სოფლის ბოლოს გავედით. წესები გვაქვს, ვერავ...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...პატარადედიკოს წყენინებისთვის თუმცა საწყენი რა იყო? ბებიამ მითხრა საღამოს კარგად მიგტყეპავს მამიკო. იცოდეთ მეც ჩ...ხუთი თითი - მუჭახუთი თითი გაშლილი, ხუთი თითი მუჭა, ბავშვებს იხმობს თავისთან, ბიჭი თმახუჭუჭა. ლოყები აქვს წითელი, ბალს ჭამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026