kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

რის მრავალფერადი
ვაფლისა და ვანილის,
მე ფანკლუბის წევრი ვარ
შოკოლადის ნაყინის.

როცა ნაყინს მივირთმევ
მესმის ბებოს ჩივილი:
დაგვჭირდება წამლები
მერე ყელის ტკივილის.

ვანუგეშებ ბებიას,
წამალი არ მჭირდება,
ნაყინთან მორიგება
მე არ გამიჭირდება.

ჩემს თავს გამოვუწერე
საქიმო მალამო,
შოკოლადის ნაყინი:
„თოლია“ და „ბარამბო“.

როცა დიდი ვიქნები,
ღმერთმა თუკი ინება,
აფთიაქში ნაყინი
წამლად გაიყიდება.

ექვსი წლისა შევსრულდი
საკი არ მეტყობა,
საჩვენებლად თითები
ცალ ხელზე არ მეყოფა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოდამიბერდა ბებიკო, უჭირს ნემსის აგება, ამ ბოლო დროს საუბრის უძნელდება გაგება. ნეტა ვიყო მე დიდი ბებოს მე მ...საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...მიხო ბიჭი ზოოპარკშიმიხო ბიჭმა წელს პირველი კლასი დაამთავრა ექსკურსიით მისი კლასი ქალაქს გაემგზავრა. სამებაშიც მოიარეს და მთა...გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026