kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შე−მოდ−გო−მა შე−მო−სუ−ლა,
ეს რამ−დე−ნი ფე−რე−ბი−ა,
ღირ−სე−უ−ლი მო−სა−ვა−ლით,
ქე−ბა შეუფე−რე−ბი−ა.

სად ყურ−ძე−ნი იკ−რი−ფე−ბა
სა−დღაც მაჭ−რის დუ−ღი−ლი−ა,
სა−დაც კი არ გა−ი−ხე−დავ
ყველ−გან შრო−მის ქუხილია.

ზვრების თავ−ზე, წკრი−ა−ლა ხმით
ფან−დურს უკ−რავს ბი−ჭი ლა−ლე,
და−ამ−ღე−რებს ვაჟ−კა−ცუ−რად:
_შე−მოდ−გო−მა გენაცვალე!

რა კარ−გი−ა შე−მოდ−გო−მა,
ეს ხე−ე−ბი თავ−დახ−რი−ლი,
უ−ამ−რა−ვი სა−სუს−ნა−ვი,
მრა−ვალ−ფე−რო−ვა−ნი ხილი,

ბებოს დაჭ−რილ ჩა−მი−ჩებს
მზე გაგ−ვიშ−რობს თა−კა−რა
თხი−ლიც ძაფ−ზე ა−ვაც−ვით,
მო−ვა−დუ−ღეთ თათარა,

ამოვავლეთ ჩურ−ჩხე−ლა
გა−საშ−რო−ბად გავ−კი−დეთ,
სხვენ−ში ხილს შე−ვი−ნა−ხავთ
ა−კი−დო−საც დავკიდებთ.

ამ ყვე−ლაფ−რის შემ−ყუ−რე
ხა−რობს შრო−მის ამ−ქა−რი
ლა−ლე ფან−დურს ჩა−მოჰკ−რავს
არ ა−ში−ნებს ზამთარი.

ბებო ლო−ცავს ღი−მი−ლით,
შენ ი−ხა−რე მრა−ვალ წელს,
ამ თხი−ლით და ჩურ−ჩხე−ლით
მო−გი−ლო−ცავ ა−ხალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...ბებოდამიბერდა ბებიკო, უჭირს ნემსის აგება, ამ ბოლო დროს საუბრის უძნელდება გაგება. ნეტა ვიყო მე დიდი ბებოს მე მ...ზაფხულიგაზაფხულდა, არე-მარე მოიხატა ათასფერად, საზაფხულოდ ვემზადები, მე სოფელში წასასვლელად. აღარ მინდა თქვენი ბ...ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026