kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

საღამოზე მეგობრები
სათამაშოთ წავედით,
ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ
სოფლის ბოლოს გავედით.

წესები გვაქვს, ვერავინ
გათვლას ვერ გადარჩება,
ვინც ზედმეტი გამოვა
მაყურებლად დარჩება.

რა ვქნათ ზურა არ შეგხვდა,
არც ბურთი, არც კარიო,
მაყურებლად ივარგე,
ტაში დაუკარიო.

სტადიონზე ჩვენი გუნდი
საბრძოლველად განეწყო,
სულ პირველი წუთებიდან
თქეში წვიმა დაიწყო.

აღარა ჩანს კარები,
მდგარი მწვანე ბალახში,
ჩვენ ყველანი ჩავფლურვართ
მუხლებამდე ტალახში.

მაისური დამეხა,
ბუციც შუა გამეყო,
ბურთის ნაცვლად სახლიდან
ნეტა ქოლგა წამეღო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...- დამაცადეთ!ხშირად ჭკუას მარიგებენ, ხშირად კიდეც მტუქსავენ, ამას ჩემთვის აკეთებენ, და ამას ხაზს უსვამენ. სწავლა თურმე...ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026