kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს ბიჭებმა
ანკესები ავიღეთ,
გადავწყვიტეთ დილაზე
სათევზაოთ წავიდეთ.

დილით ადრე რიჟრაჟზე
თავს დამადგნენ მძინარეს,
ძნელია თუ ადვილი
მივადექით მდინარეს.

ბევრი სატყურა გვაქვს
მაგრამ დიდი ბოდიში,
თევზი ვერ მოვატყუეთ
დავიღალეთ ლოდინში.

რამე უნდა ვიღონოთ,
ვეუბნები დაღლილებს,
სე დაბრუნებულებს
უფროსები დაგვცინებს.

ბებოს წყალში უწყვი
გაყინული თევზები,
რომლისგანაც სადილზე
მოგვიმზადა კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუთხარი
შენ ჩადექი კარებში
მე სასწრაფოდ თევზები
გადავაწყვე ბადეში.

მივუტანეთ უფროსებს,
ვთქვით: არ გაგიკვირდეთო,
დილიდანვე ვთევზაობთ
და ეს დავიჭირეთო.

დაგვაყარეს სიცილი,
გახსენება არ მინდა,
თურმე მთის მდინარეში
დავიჭირეთ სტავრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კარუსელისანიმუშოდ დავამთავრე სკოლის მე სასწავლო წელი, ამიტომაც ჯილდოს სახით ზოოპარკში წასვლას ველი. ვნახავ ფრინვე...- დამაცადეთ!ხშირად ჭკუას მარიგებენ, ხშირად კიდეც მტუქსავენ, ამას ჩემთვის აკეთებენ, და ამას ხაზს უსვამენ. სწავლა თურმე...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026