kids.ge logo

შველი - მზეთუნახავი

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი,
ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი.
ყო სამოთხე ქვეყანა, სადაც ფრინველნი გალობდნენ.
რიც და ბერიც შრომობდნენ, ერთად ცხოვრებით ხარობდნენ.

ქვეყანას ჰყავდა ხელმწიფე, სავსე ჭკუით და გონებით,
სასახლე ედგა ბრწყინვალე, განთქმული იყო ქონებით,
გონებაც უჭრის, ჯანიც აქვს, მთას ცხრა მთას იქით გადადგამს,
დღისით მზის სხივთან საუზმობს, ღამით მთვარესთან სწორად დგას.

რა აქვს დარდი და ფიქრი, ქვეყანას მართავს კაცურად.
გულს შიში არ ეკარება, მტრისგან თავსა გრძნობს დაცულად.
სწორედ დახნავს და დასთესავს, ნათესს აღებს მკაშია,
სიმართლით განაწილებს, მას ვენაცვალე მკლავშია.

თავდაბალია მეტადრე, ამშვენებს ხელგაშლილობა,
„თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა.“
ეგ არის, საცოლე არი, მზის სხივი არ ედარება,
სიყვარულისგან ნასროლი ისარი არ ეკარება.

ერთხელაც ნადირობისას, ნადირი ხოცა ტყისაო,
ნანადირევი დათვალა, ჯერ თვისა, მერე სხვისაო,
შემოღამდა უღრანში, მთვარე ბნელს გაებლანდება,
შინისკენ მობრუნებულებს შვლის ნუკრი დალანდება,

ვერ მისწვდა ვერცა საისრედ, ვერც ტყვია დასცა საზარი,
ამ დევნა ხეტიალშია დატოვა ქვეყნის საზღვარი,
მისდევს დღისით თუ ღამითა, აღარ შემორჩა მხლებლები,
ცხენს არაქათი გააძრო, შემოეხოცა მწევრები.

ცხრა დღე და ღამის ნადევნმა შველმა კლდის მღვიმეს შეასწრო,
ჩვენმა ნაქებმა ხელმწიფემ ზედ სულის პირზე მიასწრო,
ქალად გადიქცა შვლის ნუკრი, რომ მისწვდა დასაჭერადა,
მისი მშვენების აღწერა ძნელია დასაწერადა.

იდგა ხელმწიფე მუხლებზე, ნანახით გახევებული,
ვის დაჭერასაც ლამობდა, დარჩა თვით დატყვებებული,
თხრა: _ ვინა ხარ, ასულო, არ მინახიხარ აქამდე,
ნუთუ შენ გეძებს ეს გული, ცისა და მიწის კარამდე?

ხმა გამეც, უფლისწული ვარ, შემწევს შენს ტოლად ტოლობა,
გამიცისკროვნე უკუნი და გამიწიე ცოლობა.
შენთვის ვიცოცხლებ დღედან, შენგან უჯაჭვოდ დაბმული,
შენს სიყვარულად ამანთე და გახარე ეს გული.

ცრემლი მოსწყდება ასულსა, მარგალიტებათ დათვლილი,
მაგრამ არ შეტოკებულა, თითქოს ყოფილა გათლილი.
ხმა ამოღო: ყმაწვილო, ცხრა დღე და ღამის მდევარო,
ვეცადე თვალს დაგწედი, კვალში ჩამდგარო მწევარო.

რა გითხრა, რითY განუგეშო, ბედმა მე ზურგი მაქცია,
მზეში შვლის ნუკრი გახლავართ, ბნელში ვარ მხოლოდ მაქცია.
ჯადო დადევთ ჩემზედა, როგორც კი დავბადებულვარ,
სე ვიზრდები უდედოდ, დღემდე არ გავხარებულვარ,

მყოლია თურმე ოჯახი, დედა და წყვილი ძამიკო,
ჩემი გამზრდელი დიდედა და მონადირე მამიკო.
ერთხელაც ნადირობის ჟამს, მზე ანათებდა ცხრათვალა,
მამა სიცხისგან შეწუხდა, თურმე ნასროლი გათვალა.

ესროლა თურმე მნათობსა, თვალში გაარტყა ისარი,
ჩვენი ოჯახის დაღუპვის თურმე მიზეზი ის არის.
დასწყევლა ჩემო ოჯახი, მზემ თქვა: _ ეს როგორ გაბედა?!
კლდედ მოაქცია სულ ყველა, დატოვა მხოლოდ დიდედა.

მე აკვნის ბავშვი ვიყავი, აკვანში დავუწყევლივარ,
ღამით შვლის ნუკრი გახლავარ, მზეში _ ქვაბულში შევრბივარ.
თუ მნახა ქალის ტანადა, დამადო მშობლის ვალიო,
ზეცას წამიყვანს თავისთან, რომ გავუმთელო თვალიო.

მას გთხოვ, რომ დამეხსენი, დღე-ღამე უნდა ვიყარო,
შენს სიყვარულის პასუხად, თუ გინდა, მეც შეგიყვარო.
ღონდაც შორით ტრფობისთვის ვყოფილვარ მე გაჩენილი,
სე თუ შევძლებ რომ ვიყო, წყევლისგან გადარჩენილი.

არ დაშალა ხელმწიფემ, ცხენზე შეისვა ასული.
ნაბდის კალთებით შემოსა, გზაზე რომ იყო გასული.
მიჰგვარა თავის ქვეყანას, ქალი, დედოფლად მზის დარი,
ჩაჯდა ხელმწიფე დარბაზში, მაგრად ჩარაზა ჭიშკარი.

ჩამოაბნელა ყოველი, ყველგან უკუნი აქცია,
მზეს აღარ ხვდება ხელმწიფე, რაც შეიყვარა მაქცია.
ერთხელაც ბნელში მჯდომარემ, მნათობს გახედა ცხრათვალას,
მაგრამ დაასწრო მზის სხივმა, ჭაბუკმა ეს ვერ გათვალა.

მოსტაცა ზეცას წაღო, მ ზემ დაკარგული თვალები,
მით აღო წლების წინ ამოსაღები ვალები.
ბევრი იდარდა ხელმწიფემ, შესთხოვდა მნათობს ცისასა,
მეც წამიყვანე ზეცაში, ცრემლი აპკურა მიწასა.

ისმინე კაცის ვედრება, მე რა ყოფაში მნახეო,
თუ ზეცას თან არ წამიყვან, მომეცი შენი სახეო.
ეს აუსრულა მნათობმა, დასძრა დარი თუ ავდარი,
ბაღჩის გვირგვინად აქცია, სახე კი მისცა მზის დარი.

მიმხვდარხარ, ალბათ, მკითხველი, მზის სხივს რომ დიდხანს უმზირო,
რად დაგვიტოვა მნათობმა ბაღჩაში ჩვენ მზესუმზირა.
დღისით შეჰყურებს მნათობსა, მზეში თვის სატრფოს დაძებს,
ღამით მთელი დღის დაღლილი, ეგებ მიწაზეც დაცეს.

ცოცხლობს დილიდან დილამდე, სატრფოს თვალდადაგული,
მარცვალი ჩადო სიმრავლედ, რაც კი შემორჩა მას გული,
ეს იყო ჩემი ზღაპარი მზისა და მზესუმზირისა,
ხვალ ორშაბათი თენდება, ახლა ღამეა კვირისა.

შენც დაძინე, პატარავ, მთვარემ ზღაპარი იგონა,
დილას გაგითბობს მზის სხივი _ იყო და არა იყო რა.

ლექსი 6 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 6-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

იოსებ ციცქიშვილის სხვა ლექსები:

სკოლისაკენ!
დილით ადრე ამდგარმა
მოგიძღვენით სალამი,...
ველოდებით ახალ წელს
შემოდგომის მაგივრად
შემოსულა ზამთარი,...
ბებო
დამიბერდა ბებიკო,
უჭირს ნემსის აგება,...
მეც უფროსი გამოვალ
წელს მივდივარ სკოლაში
და დიდივით ვფიქრდები,...
პირობა
შენი გვარით და სახელით
და ჩემი ცელქი ანცობით,...
„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული იოსებ ციცქიშვილის ლექსი „შველი - მზეთუნახავი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „შველი - მზეთუნახავი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

იცოდეთ როდის უნდა მიაჩვიოთ ბავშვი ქოთანში მოსაქმებას

ბავშვი მზადაა ქოთნის გამოსაყენებლად თუკი: ის გრძნობს იმას, რომ დროა მოისაქმოს და ითხოვს პამპერსის გამოცვლას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ხალხური
მელია და მამალი

ხალხური

ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,...
ელენე სალარიძე
ჩხუბისთავები

ელენე სალარიძე

წაეჩხუბნენ ერთმანეთს
ფისუნა და მურიკა,...
ნინო მზესელი
წუწუნა

ნინო მზესელი

აწრუწუნდა წრუწუნა,
არის კაი წუწუნა,...
მანანა ტონია
ცხოველთა აღლუმი

მანანა ტონია

ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,...
მანანა ტონია
ბადი ბელი

მანანა ტონია

გალიაში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024