kids.ge logo

მახარობელი

ფავორიტებში დამატება

წუ−ხე−ლის ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
გა−და−ჭარ−ბე−ბად თუ არ ჩა−მითვ−ლით,
ი−სე−თი ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ თურ−მე დავითი!

წუ−ხე−ლის ბი−ჭი და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ ი−მისთ−ვის - ცოტ−ნე,
შენ - ორ−გუ−ლო−ბავ, ა−ბა გა−ბე−დე
და გუ−ლი ჩვე−ნი ი−სე−ვე კორტნე.

წუ−ხე−ლის შო−თაც და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე დე−მეტ−რე,
გან−გე−ბავ, ჩვე−ნი სა−ქართ−ვე−ლოსთ−ვის
რა სი−ხა−რუ−ლი გამოიმეტე!

წუ−ხელ ცის კა−რი ცხრა−ვე გა−ა−ღო
ყვე−ლა გმირ−მა და თავ−და−დე−ბულ−მა,
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე ვახ−ტან−გი,
წუ−ხელ დე−მეტ−რე და−ბა−დე−ბუ−ლა.

საქართველოს ცა, ი−სეც მა−ღა−ლი,
უფ−რო−რე მე−ტად ა−მაღ−ლე−ბუ−ლა,
და−ბა−დე−ბუ−ლა მთვარე-გიორგი,
თურ−მე ი−ლი−ა და−ბა−დე−ბუ−ლა!

წუ−ხე−ლის მტე−რი - ერთ−პი−რად ჩვე−ნი
მოს−პო−ბის მდო−მი - და−დარ−დე−ბუ−ლა;
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე სულ−ხა−ნი,
გრი−გოლ ხანძ−თე−ლი და−ბა−დე−ბუ−ლა.

და−ბა−დე−ბუ−ლა ბი−ჭი პა−ა−ტა.
გა−თე−ნე−ბუ−ლა წუ−ხე−ლის თეთ−რად:
და−ბა−დე−ბუ−ლა სა−მა−სი გმი−რი,
ვით და−ი−ხოც−ნენ, ი−სე−ვე ერთად!

წუ−ხე−ლის გო−გოც და−ბა−დე−ბუ−ლა,
ცის ნა−მი, ცისფ−რად ნა−კამ−კა−მა−რი,
ი−სე−თი გო−გო და−ბა−დე−ბუ−ლა,
და−ურქ−მე−ვი−ათ თურ−მე თამარი.

და−ბა−დე−ბუ−ლა წუ−ხე−ლის ნი−ნო
და ქე−თე−ვა−ნი და−ბა−დე−ბუ−ლა.
ის ბნე−ლი ღა−მე თურ−მე უ−ეც−რად
ღვთი−უ−რის ნათ−ლით განათებულა.

ყვე−ლა ზღა−პა−რი - ნა−ოც−ნე−ბა−რი
ახ−დე−ნი−ლა და გა−მართ−ლე−ბუ−ლა:
და−ბა−დე−ბუ−ლა თურ−მე ნეს−ტა−ნი
და თი−ნა−თი−ნი და−ბა−დე−ბუ−ლა.

და გი−ხა−რო−დენ! ქართ−ველ−თა შო−რის
ღვიძლ ძმა−თა ხი−დი კვლავ გა−დე−ბუ−ლა
და ერ−თი−ა−ნი, ნა−ნატ−რი დრო−ის,
ქართ−ლი ხე−ლახ−ლა და−ბა−დე−ბუ−ლა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაცხოვარიუნდა ვირწმუნოთ - ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე, ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, - კრულვა სატანის. ურცხვად მოძვრე...წუხელის ბიჭი დაბადებულაწუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წ...საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...თებრონემე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ...ზამთარში ზაფხული მენატრებაზამთარში ზაფხული მენატრება, ზაფხულში - იანვარს ვნატრობ, მინდორში მყინვარი მელანდება, მთაში ვარ - ტრამალი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026