kids.ge logo

ვინ უპასუხებს ირაკლის

ფავორიტებში დამატება

ჩვენი პატარა ირაკლი,
ჩემი უმცროსი ძამიკო,
უცნაურ კითხვებს გვისვამს და
სურს, ყველაფერი გაგოს.

- მზე როცა ჩადის, სად ჩადის,
ან დილით როგორ ამოდის?
ღრუბელი წვიმას რომ გზავნის,
მერე იმ ღრუბელს რა მოსდის?

წრუწუნას თხილი რად უყვარს?
მელას რად უყვარს ჩიჩია?
ვინც ყოველ დილით რძეს დალევს,
მართლა მაგარი ბიჭია?

ღამურა ღამით ხომ ფრინავს?
დღისით რომ ფრინავს ბეღურა,
ბეღურას რატომ ვეძახით,
რატომ არ ჰქვია დღემურა?

გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული თუკი იწყება,
შემოდგომას რომ მოჰყვება,
მოდგომა ერქვას, იქნება?

კითხვებს იგონებს უცნაურს,
თუმცა სულ ამას ვარიგებ:
- ბიჭო, ირაკლი, გეყოფა,
გაიზრდები და გაგებ!

მაგრამ მაინც არ ჩუმდება,
მთელი დღე კამათს ვუნდებით:
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი,
მე რატომ არ მეუბნები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026