kids.ge logo

ცუგა-ფურცელი

ფავორიტებში დამატება

რა ვქნა ბევრი ვეძებე და
ვერ ვიპოვე ფურცელი,
სწორედ ამ დროს შევამჩნი
ჩვენი ცუგას მუცელი.

მერე ზურგიც დავინახე
თეთრი იყო, ქათქათა,
ფლომასტერი ავიღე და
სულ მოვხატე თანდათან.

გასუსული იჯდა ცუგაც,
მოფერება ეგონა,
ამ დროს ბებომ დაკივლა,
ნეტავ არ მოწონა??!

მერე ბებო გამიბრაზდა
სე რომ მოვიქეცი,
მე კი ისე მიხაროდა,
თითქოს მხატვრად ვიქეცი.

დედაც ხატავს ხშირად, მაგრამ
ჩემი ხატვა ეწყინათ,
ჩემს ცუგას კი მოწონა
და არც რამე ეტკინა.

მე და ჩემი თეთრი ცუგა
მეგობრებად დავრჩებით,
ჩუმად გეტყვით: კვლავ მოვხატავ,
ბებოს თუ გადავრჩებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026