kids.ge logo

უკანონო ბურთი

ფავორიტებში დამატება

რა დული გამართავთ
სტადიონზე ბიჭუნებს?!
"შენი არა,ჩემიაო",
თან აჩენენ კიჭუნებს.

ამ კამათის ნამდვილ მიზეზს
ერთი ფრაზით გიჩვენებთ:
პატრონო ბურთი დახვდათ
და ორივე იჩემებს.

ერთი ამბობს:"გუშინ ამით
ვითამაშე ფეხბურთი".
მერე კი ნიშანს უგებს:
"დილით დამრჩა ეს ბურთი".

ეს გარჩევა და კამათი
საღამომდე არ მორჩა,
კიდევ კარგი მოდანზე
ციცქნა გოგო გამოჩნდა.

"დედი აქ დამრჩენიო"
⁃ სიხარულით დაჰკივლა,
ბურთი ცხვირწინ აცალა,
ბიჭებს გული ატკინა.

მიხვდნენ მალე რომ ისჯება
სიხარბე და ტყული,
დარჩათ დახრილი თავი და
ხერხული დუმილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...საქართველოს მიწარა იქნება, ათასფერად გაყვავილდეს საქართველო, მე მოვუვლი, ვუდარაჯებ, ვინმემ რომ არ გადათელოს. მეგობრებსაც ...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...წვიმავნახოთ, წვიმა ჩემს კიკინებს როგორ დაუწკაპუნებს, ქოლგა უნდა გადავმალო, ვეთამაშო შხაპუნებს!!! სასაცილოდ თამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026