kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედას არ უნდა მადლობა?დედას არ უნდა მადლობა? დედას არ უნდა ქება? ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე, ის ჩვენს თვალებში ხედავს. რაც ...ველოდები ძამიკოსაი, უკვე რახანია ველოდები ძამიკოს, ალბათ ბურთით ვითამაშებთ, მანქანებსაც გამიყოფს. "მგონი მალე გაიცნობო" _...ზღარბუნია შემარქვესსაახალწლოდ ზღარბუნია მომიყვანა მამიკომ, მაგრამ მე არ მითხოვია, მიზეზი სულ სხვა იყო: მამას მუდამ გავურბივა...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...დეიდაძალიან ჰგავს დეიდა გარეგნობით დედიკოს, ნეტავ ასე ლამაზი დიდობაში მეც ვიყო. მანებივრებს მუდმივად ჩემთან ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026