kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

მზე-მაესტრომ, ადრიან,
დაიქნია ჯოხი.
ცერზე ჩამორა
ალვამ მწვანე ჩოხით.
ტაშს უკრავენ ფოთლები,
განა ქარის ბრალია,
ეს პეპელა - კაცია,
ის პეპელა - ქალია.
ნახე, როგორ ცეკვავენ
დე-ტრუას და პა-დე-დეს,
ეს მინდორი სცენაა,
შენც იცეკვე, გაბედე.
ყაყაჩო და გვირილა
აქეთ-იქით ანთია,
კალიბიც ახალი
პუანტებით დახტიან.
ფუტკრებს - ოქროს ფლეტა,
ხოჭოს - დიდი ჩელო,
ვილინო - ბულბულებს,
მღერის მწვანე მდელო.
სასკივარას აწივლებს
კოღობის გუნდი,
ქალბატონი მანჭკვალა
თავს იწონებს ქუდით.
ბისზე იწვევს მერცხალს
მოჩუხჩუხე წყარო,
ზაფხულს პრემირა აქვს,
ნუ ხმარობ, ქარო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026