kids.ge logo

ქარ-წვიმაში

ფავორიტებში დამატება

ღამეა და ზუის ქარი,
კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი,
საბუდარში, დედის ფრთებქვეშ,
ფშვინავს ორი ბატის ჭუკი.

ერთი ისეთ სიზმარს ხედავს,
ახლოს მისვლას ვერ გაბედავ -
ბატის პრინცმა, პატარამ,
მიიწვია მეჯლისზე!
კაბა შვენის თეთრი გედის,
მძივებით და ლურჯი რუშით.
მერე კი, მთელი ღამე
დაჭყაპუნობს ვითომ რუში.

მარტო დედას არ სძინავს,
რად აშინებს ქარ-წვიმა?

ღელესთან რომ უდედმამო
ჭუკი ნახა გუშინ,
სად არიო, ნეტავ, - ფიქრობს, -
ჩამახუტა გულში.
მოვძებნი და მოვიყვანო
სათუოდ შინ. . .

გარეთ კიდევ ქარი ზუის
და საშინლად წვიმს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026