kids.ge logo

ძილისპირული

ფავორიტებში დამატება

რო−ცა გინ−და, და−ი−ძი−ნო,
თუ კი კა−რი გა−და−რა−ზე,
სა−ნამ თვა−ლებს და−ხუ−ჭავ−დე,
არ შეს−კუპ−დე ქან−და−რა−ზე!
არც თავ−ლა−ში შეხ−ვი−დე,
არც სო−რო−ში შეძვ−რე,
არც ბუ−ნაგ−ში მო−კა−ლათ−დე,
იქ ძილს ვერ−სად შეძ−ლებ!
არც ბუ−დე−ში ჩაჯ−დე,
რა−ში გარ−გებს ფუ−ღუ−რო?
ყვე−ლა−ფერს სჯობს, სა−წოლ−ში
ჩაწ−ვე და ჭერს უ−ყუ−რო.
ძი−ლი ცხოვ−რობს თურ−მე ჭერ−ში,
არც ხმა აქვს და არც ფე−რი,
ყვე−ლა−ფერ−ზე უფ−რო უყ−ვარს
ნა−ნა - დე−დის ნამ−ღე−რი.
- კი−დევ? - კი−დევ ზღა−პა−რი,
-კი−დევ? - რბი−ლი ბა−ლი−ში,
ჭე−რი−დან რომც ჩა−მო−ვარ−დეს,
სულ არ ა−რის სა−ში−ში.
ის ი−სე−თი ფა−ფუ−კი−ა,
ბრახ! - რომც მოგხვ−დეს თავ−ში,
დი−დი, დი−დი, ერთი-ორჯერ
და−ამთქ−ნა−რო მა−შინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026