kids.ge logo

თამუნა, ციცო და გია

ფავორიტებში დამატება

თ - ჰეი, გია, ადე ჩქარა,
წამო, ვითამაშოთ ბურთი,
ციცო კართან გველოდება,
რას ზოზინობ, რაღას უცდი?
გ - ვერა, თამუ, ვერ წამოვალ,
სასწავლი მაქვს გერმანული,
ეს დღები ვიზარმაცე,
ჩემი ცოდნა გახდა ნული.
თ - ციცო! გია რომ არ მოდის,
როგორ ვითამაშოთ მარტო?
სიცხე აქვს და სათამაშოდ
არ გაუშვებს დედა ნატოს.
ც - სწავლას მერეც ვერ მოასწრებ?
როდის გახდი ეგრე ცქვიტი?
ცოტა ხანი ვითამაშოთ,
ხედავ? ბურთი მოგვაქვს დიდი.
გ - ჯერ გაკვეთილს ვსწავლობ კარგად
მე, ყოველთვის, ჩემო ციცო,
მხოლოდ მერე რომ ვთამაშობ
თოსანიც ვარ ამიტომ.
ც - კარგი ერთი, რას ტრაბახობ,
მე არა ვარ ათოსანი?
მაგრამ მიტომ განა თამაშს
დავანებე, გია, თავი?
თ - ათოსნობა ნიშნავს ვითომ
დღე და ღამე რამის ზუთხვას?
წამო, ციცო, ამისთანა
ვაჟკაცს, ნეტავ, რაღა ვუთხრა.
გ - კარგი, კარგი, რატომ ბრაზობთ?
განა მე არ მიყვარს ბურთი?
გოგონებო, მეც წამოვალ,
დამელოდეთ ერთი წუთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლი და ლევანიდილით თოვა დაიწყო, მიწა თეთრად დაფარა. გაოცებით უყურებს თოვლს, ლევანი პატარა. ჯერ შაქარი ეგონა, მერე - ტკ...რეზიკო და სანდრიკორეზიკო და სანდრიკო ტყუპი ძმები არიან, სათამაშოდ ეზოში ერთად მიუხარიათ. ერთნაირად იცვამენ, ერთნაირად დადია...არჩევნები ტყეშიტყის მმართველი დათუნა, უეცრად გარდაცვლილიყო, იმ ტახტის დასაკავებლად, ამბავი ატეხილიყო... დათვის ვაჟიშვილს...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...ჩემი დაიკოდედიკომ და მამიკომ მომიყვანეს დაიკო, დავხედე და გავვოცდი, მკლავის სიგრძეც არ იყო. არაფერი არ იცის, ჯერ არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026