kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ბა, ჩართეთ სირენა,
მანქანები დასძარით! -
უღრან ტყეში მგლის ბუნაგს
გასჩენია ხანძარი.
ამბის შემსწრე მთელ ტყეში
მხოლოდ შავი შაშვია,
შენიშნავს, ასანთით
ლეკვებს უთამაშნიათ.
რეკავს ჩვენი კოდალა,
განა არის ენაბლუ?
_ მისამართი გვასწავლეთ,
ლო! ალო! - ღელავს ბუ.
კოდალამ თქვა: - ტყის ბედი
მეხანძრეთა ხელშია,
ცეცხლი ჩხიკვის ქუჩაზე
მეცხრე შესახვევშია.
შიშმა გადარა
დაბურ ტყის ბინადართ,
ბედად, დროზე მოვარდა
მეხანძრეთა ბრიგადა.
მიუშვირა წყლის ჭავლი
ცეცხლის ენებს მახარემ,
ნიკომაც და დაჩიმაც
წუთით არ დახანეს -
შეეშველენ მეგობარს,
არც რეზიმ თქვა ური,
ერთ საათში დასცალეს
მთელი რეზერვური.
_ ტყე თქვენ გადაგვირჩინეთ,
ღმერთიც აგაშენებთო,
ჩვენი დროის გმირებო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძანა ლომმა, მგლის ლეკვებს
მიაშვირა თან თათი:
_ აწი აღარასოდეს
თამაშოთ ასანთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მზარეულებიანრი - გვეყო თამაში და ბურთი, მოდით, ყველამ, ვინც აქ არი დავიხუროთ თეთრი ქუდი, ავიფაროთ წინსაფარი. ნინი- ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...ულტიმატუმიდაისწავლა ცხრა ლექსი სკოლისათვის ალექსიმ. უყვარს ქადა-ნაზუქი, ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი და ცხრა გამოცანიდან ...ტიტებიდაიძახა უცებ: - ჭიტა!.. გაიშალა ბევრი ტიტა. ყვირის ნიტა: - სად ხარ, რეზო, გადაწითლდა ჩვენი ეზო; შენც აქ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026