kids.ge logo

ვარჯიში

ფავორიტებში დამატება

-ერთი, ორი... ლელი,
მომე შენი ხელი.
სამი, ოთხი, ხუთი,
მომიგორე ბურთი.
-აქეთ მოდი, მაშო,
ლახტი ვითამაშოთ.
-ლიკა, მგონი, გვიჯობს
ერთად ვივარჯიშოთ.
-აბა, გავხსნათ წარბი,
ბა, გავხსნათ სახე,
ყველამ თქვენი მარჯვენა
ხელი დამანახეთ!
მკვირცხლად, სულ არ გვიხდება
ზოზინი და დარცხვენა,
ნი, ხელი მერე
რომელია? - მარცხენა!
-ექვსი, შვიდი... კარგია!
ვინ თქვა ჩვენი დაღლა?
დამანახეთ ღიმილი,
ხელები სად? - მაღლა!
-აბა, ვინ არ მაჩვენა:
მარჯვენა! მარცხენა!
მარცხენა! მარჯვენა!
წინმკლავი და განმკლავი,
არ მოდრიკოთ მუხლი,
შემოვიდგათ დოინჯი,
ვითვლი: რვა, ცხრა... ბუქნი!
კანფეტები დამჯერს,
ბუქნი კიდევ ცხრაჯერ!
ყოჩაღ ნუკრი, ლილე,
ლენე და იავ,
ბა, სწორდით! ადგილზე
ნაბიჯით იარ!..
მოფინა ჩვენ ფანჯრებს
ოქროს ათინათი,
თავისუფლად! ვარჯიში
დავამთავრეთ!.. ათი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...მარტითებერვლიდან ზანტად მოაბოტებს, თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს. აიქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ, ყოჩივარდ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026