kids.ge logo

მარი ზღმარტლით

ფავორიტებში დამატება

გაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს,
ციცქნა მარი ბილიკს წვრილს
შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ
მოყოლა ჭრელი ქოლგა,
რადგან დილიდანვე წვიმს,
დილიდანვე ქარი ოხრავს.
ცას გაჰყურებს ბებო უნდოდ,
შეეყრება მარის სურდო.
ფიჩხი მოტანა, მალე,
ბუხარს ლოკავს ალი ცეცხლის,
თან გზას არ აცილებს თვალებს -
შემოდგომის უხვი ვერცხლი
შეჰფენია არემარეს,
როგორც კორტოხს თხების არვე.
ჰა, გამოსცდა სამ დიდ წიფელს,
მოაქვს გოგოს ხილი მწიფე,
წვიმის მოწიწინე ნოტებს
სულ არ უფრთხის, მობოტებს.
მიფიცხა მარი ბუხარს:
-ოლღა ბებო, რაღას სწუხხარ!
ჰა, კალათა, ციცის ვინძლო
დაძახო, ვუმასპინძლოთ.
გადახსენი ზღაპრის გუდა,
უყვარს ზღმარტლი წითელქუდას.
იმ პერანგზე დიდრონ კოპლებს
ამჩნევ? მოიჩქარის კომბლე;
ბრიყვ დევთან ერთად ბაქია,
გვეწვევა ნაცარქექია.
ცისკარაც კი მოდგა რაშით,
სტუმრებს შევეგებოთ მარშით!
ვაგუგუნოთ ეგ ბუხარი,
შენ კი, ციცი, ციცინო,
ჩემს თოჯინებს უთხარი
ჩემოდ დაძინონ.

ლექსი 4 ~ 12 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 12 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნანა გასვიანის სხვა ლექსები:

ტიტები
დაიძახა უცებ: - ჭიტა!..
გაიშალა ბევრი ტიტა....
მაისი
თითქოს არა იყო რა...
თითქოს არი, არც არი.....
აპრილი
აღლუმია სითეთრის,
გულო, რას მოესწარი,...
ულტიმატუმი
დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ....
ჩიორა-ჩიტი
-დედი, რაო, ჩიორა-
ჩიტმა, ერთმა ფიორამ?...
„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნანა გასვიანის ლექსი „მარი ზღმარტლით“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მარი ზღმარტლით“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნინოშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ თამაში

თამაშები შესანიშნავი საშუალებაა პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

მაია კარსელი
ბატი-ბუტი

მაია კარსელი

-როგორ ხტიან
ცხელ ტაფაზე...
ირაკლი აბაშიძე
ზურაბის ჩივილი

ირაკლი აბაშიძე

ყველა, ყველა მაწუხებს, -
ნუნუ, ბელა, თამრიკო:...
შოთა ამირანაშვილი
საბაგირო გზა

შოთა ამირანაშვილი

ჰაერში თოკით გაუბამთ,
ზედ სახლი დაუკიდიათ;...
ელიზბარ გაბუნია
ნუციკო

ელიზბარ გაბუნია

- ბებოს ქოლგით დავდივარ,
არ გეგონოთ პატარა....
ლუარა ჭანტურია
ბებია

ლუარა ჭანტურია

ბებო, ბებო, ბებია
შვილიშვილზე ფიქრებში...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026