kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ერ−თხელ მხო−ლოდ, - ი−სიც ძილ−ში, -
ქართ−ველ ქალ−თა ვნა−ხე კრე−ბა;
გე−ფი−ცე−ბით, მი−სი ნახ−ვა
ახ−ლაც ი−სევ მე−ნატ−რე−ბა!

ტახტ−ზე იჯ−და თა−მარ მე−ფე,
მომ−ხიბ−ლა−ვი, ეშ−ხი−ა−ნი!..
მარ−ცხნით უდ−გა თი−ნა−თი−ნი,
მარჯვ−ნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხ−ვი−ენ სხვა ქა−ლე−ბიც,
რო−გორც მთვა−რეს ვარსკვ−ლავთ კრე−ბა,
ცალ-ცალკე და ყვე−ლა ერ−თად,
სი−ცო−ცხლე და ნე−ტა−რე−ბა!..

შე−მო−ვი−და რუს−თა−ვე−ლი,
ის სულმ−ნა−თი და მგო−სა−ნი,
ხელ−ში ე−პყრა მო−წი−წე−ბით
მი−სი “ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყ−ვა−ნი სცა სწო−რუ−პო−ვარს,
მის წინ მუხ−ლი მოიყარა…
გა−ი−ღი−მა ტახტ−ზე მჯდომ−მა
და ცრემ−ლე−ბი გად−მოღ−ვა−რა!..

მზის ჭი−ა−ტის და−რი ი−ყო
უც−ნა−უ−რი ის ღი−მი−ლი
და თვით გრძნო−ბის ორ−ჭო−ფო−ბაც
ცრემლ−ში ი−ყო ჩა−ლე−სი−ლი:

მა−საც მგოს−ნის თა−ნაგრძ−ნო−ბა
გულ−ში ედ−ვა, რო−გორც ქალ−სა,
მაგ−რამ უნ−და და−ე−ჭი−რა
თა−ვი, რო−გორც დე−დო−ფალ−სა!

ბრძა−ნა: “გმად−ლობ, ვერ გად−ვიხ−დი,
რო−გორც მე−ფე, დღეს შენს ვალ−სა, -
უკვ−და−ვე−ბის მო−სახ−ვე−ჭად
მი−გა−პი−რებ მომავალ−სა!..”

მიუბრუნ−და მე−რე იქ მდგომ
ნეს−ტან−სა და თი−ნა−თინ−სა:
“თქვენ გი−ლო−ცავთ ამქ−ვეყ−ნი−ურ
სიყ−ვა−რულს და შვება-ლხინსა:

გი−ან−დერ−ძებთ საქმ−როდ ყვე−ლას
ტა−რი−ელს და ავ−თან−დილ−სა,
რომ ქართ−ველი ქართ−ველ გმი−რად
გა−მოზრ−დი−დეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძა−ნა, ნა−თელ სვე−ტად
გად−მო−ეშ−ვა ცი−სარ−ტყე−ლა:
ა−ი−ტა−ცა შუქ−მა შუ−ქი
და მას გაჰყ−ვა თან−ვე ყვე−ლა!

მე კი დავრჩი… შე−მე−შინ−და!..
მი−მო−ვავ−ლე გარს თვა−ლე−ბი
და რა ვნა−ხე ი−მათ ნაცვ−ლად?!..
სხვა ხალ−ხი და სხვა ქა−ლე−ბი!..

არც თა−მარი, არც თი−ნა−თინ,
ა−ღარც ნესტან-დარეჯანი!…
ა−ღარც ერთს არ ე−ტყო−ბო−და
ქართ−ველობის რამ ნი−შა−ნი!..

გუ−ლი დამწყდა!… გა−მეღ−ვი−ძა,
ნაღვ−ლი−ა−ნად გა−მე−ცი−ნა!..
ვთქვი: “ნე−ტა−ვი არ მე−ნა−ხა,
სა−უ−კუ−ნოდ დამეძინა!..”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026