kids.ge logo

მზარეულები

ფავორიტებში დამატება

ანრი - გვეყო თამაში და ბურთი,
მოდით, ყველამ, ვინც აქ არი
დავიხუროთ თეთრი ქუდი,
ვიფაროთ წინსაფარი.
ნინი- კერძი გვიცდის ულევი,
ბა, რა გვაქვს საცილო,
ჩვენ ვართ მზარელები,
საქმე გავინაწილოთ.
ნიკო - მწვადი შევწვათ ცვრინი,
მოვამზადოთ წვნინიც.
გავატაროთ ხორცი სუფთად,
გვიყვარს ტოლმა, გვიყვარს გუფთაც.
თე- არ გეგონოთ ნაყიდი,
ანდა გამოგზავნილი,
ჩემი ხელით ბოსტანში
დაგიკრიფეთ მწვანილი.
დავჭრათ ნება-ნებაო,
ჩვენს კერძს მოუხდებაო.
კიტრსაც არა უშავსო,
ქორფაა და შუშაო.
დო-რე-მი-ფა... დორიო,
ღუის პომიდორიო.
გვანცა- ფქვილი უკვე გავცერი,
ხელმარჯვე ვარ, უდავოდ,
დამაცადეთ, ფაფუკი
ცომი მოვაგუნდავო,
გემრილი, აჭარული,
რომ მოგართვათ ხაჭაპური.
ლოლა- ბებიკოს რეცეპტი
და ნუ მომთხოვთ გამხელას,
ცხელ შოკოლადს მოგართმევთ
დესერტად, ჩემს ნახელავს.
ლუკა - ჯამ-ჭურჭელი წკრილებს,
არ ვართ არელები,
ჩაწიკწიკებულები,
ჩაპრილებულები,
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!
ჩვენ ვართ მზარელები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...ტიტებიდაიძახა უცებ: - ჭიტა!.. გაიშალა ბევრი ტიტა. ყვირის ნიტა: - სად ხარ, რეზო, გადაწითლდა ჩვენი ეზო; შენც აქ მ...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026