kids.ge logo

ფოთლები

ფავორიტებში დამატება

ქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,-
ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი,
ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,-
ლალის ფოთოლი, ლალის ფოთოლი;

ლავს ბადახში, შრილებს ფარჩა,
ხის ტოტზე ერთი ფოთოლი დარჩა,
თურმე ფოთლებსაც ჰქონიათ ენა,-
ამბობენ: -ქართან გვინდაო ფრენა!

ხიდან ისკუპეს ბოლო ფოთლებმაც,-
ოქროს ფოთლებმაც, ლალის ფოთლებმაც...
ალბათ იმათაც უნდათ მოლხენა,-
შემოდგომაა-ფოთოლთა ცვენა.

ოქროს ფოთლებმა ლხინი გამართეს,
ლალის ფოთლებმა ცეკვით გაგვართეს,
ჩამორეს შრიალ-შრიალით,
განავარდეს ტრიალ-ტრიალით.
როცა ზღაპრული დამთავრდა ცეკვა,
ცად იდუმალი გაისმა რეკვა,-
ბზრიალ-ბზრიალით, ტრიალ-ტრიალით
გაფრინდნენ სადღაც შრიალ-შრიალით.

შემოდგომაა ბრძნული არაკით,
ზღაპრული ხვავით, დიდი ბარაქით
და, რა თქმა უნდა, ოქროს ფოთლებით!
და, რა თქმა უნდა, ლალის ფოთლებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026