kids.ge logo

რა კარგი შემოდგომაა!

ფავორიტებში დამატება

-რა კარგი შემოდგომაა!
მთელი დღეა დახტის ციყვი,
თხილს და კაკალს აჩხრილებს,
ფუღურო სავსეა ნიყვით...

-რა კარგი შემოდგომაა!
მოცუნცულებს ზღარბი თომა,
დილიდანვე ვაშლს აგროვებს,
ზარება განა შრომა.

-რა კარგი შემოდგომაა!
საქმინობს თაგვი-მართაც:
სოროს ავსებს ფეტვით, შვრიით...
მზად დაუხვდეს უნდა ზამთარს!

-რა კარგი შემოდგომაა!
მღერის ჭოლა-ჭიანჭველა,
ბუდისაკენ ხორბლის მარცვალს,
ზიდება დინჯად, ნელა.

-რა კარგი შემოდგომაა!
ხარია ფუტკარს-თაზოს,
თაფლს აგროვებს, ზამთარში რომ
ჩვენც გულუხვად გვითავაზოს.

-რა კარგი შემოდგომაა!
დაბურდღუნებს დათვი გაბი,
ტყეში პანტას რა გამოლევს,
აბლი-ბაბლი, ცვივა წაბლი!

-რა კარგი შემოდგომაა!
სულ მსხვილ-მსხვილი მარცვლელი
ჩიტუნებმა მოაგროვეს,-
რა თქმა უნდა, დარჩელი.

-რა კარგი შემოდგომაა!
მაჩვს თხუნელა ჯაფას უქებს:
-მარცვლელით სავსე სორო
ზამთრისათვის მზად აქვს უკვე.

-რა კარგი შემოდგომაა!-
ჭყიტა ბუა? ეს რა ხდება?
ნუთუ ასე მოწონა
შემოდგომის სურნელება?

-რა კარგი შემოდგომაა!
ჭოტი ამბობს თავკანტურა,
მთვარიანშიც ხედავს, ტყე რომ
მოკაზმულა! დახატულა!

-რა კარგი შემოდგომაა!-
ტყის გაყვითლდა ფარჩელი...
წარმოდგენას მართავს ზღაპრულს
ფოთოლცვენას დაჩველი.

დოვლათიან შემოდგომას
ყველასთვის აქვს უხვი ძღვენი,
ჩვენს ტყეში შემოდგომაა!
სიც ხარობს თქვენი ლხენით!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ნეტავი, ბიჭო შენს დედას!
ნეტავი, ბიჭო შენს დედას!
ასეთი შვილით იხაროს!...
ჩვენი დედამიწა
ლამაზ-ლამაზს,
ფერად-ფერადს...
ბებოც სანტაა?!
ანიტას კოხტა თოჯინა,
ნიკას მანქანა პულტით, ...
კარლსონი მოგზაურობს
ერთხელაც კარლსონმა-
ასე ვთქვათ, უცაბედად...
ციცინათელა
როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „რა კარგი შემოდგომაა!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „რა კარგი შემოდგომაა!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებში

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებში, როგორიცაა ოჯახური კონფლიქტები, მეგობრებთან კონფლიქტები და სკოლაში კონფლიქტები.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

ლადო ასათიანი
შემოდგომა

ლადო ასათიანი

შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,...
ელიზბარ გაბუნია
ყურშა

ელიზბარ გაბუნია

- ყურშა, თუ არ მატყუებ,
მაშინ რატომ იცინი?...
ვაჟა–ფშაველა
ვინ არის კაცი?

ვაჟა–ფშაველა

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში...
ხათუნა გულიაშვილი
შემოდგომა

ხათუნა გულიაშვილი

შემოდგომა მოვიდა და
გადაყვითლდა მინდორ-ველი....
გრიგოლ აბაშიძე
შემოდგომა

გრიგოლ აბაშიძე

რამოდენა ვენახია,
ან რამდენი ყურძენია!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025