kids.ge logo

სკოლისაკენ!

ფავორიტებში დამატება

-რა ლამაზი დღე გათენდა!-
აჟღურტულდნენ ჩიტუნები.
-ასე სად მიიჩქარიან
გოგონები? ბიჭუნები?

-გუშინ რომ დანავარდობდნენ
ყიჟინით მინდორ-ველადო,
დღეს სკოლას უბრუნდებიან...
ზოგი მიდის პირველადო.

ნიავმა ჩამოირბინა,
ეს ამბავი უთხრეს როცა,
მზემ თვალები გახილა,
პატარებს გზა დალოცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის მელაზამთარია, თოვს და თოვს, ცა ფუმფულა საბანს ქსოვს, გადაფარა ირგვლივ მიწა, ხე თუ ჩირგვი. ნაცარა და ყურგრძელი...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...რა კარგი შემოდგომაა!-რა კარგი შემოდგომაა! მთელი დღეა დახტის ციყვი, თხილს და კაკალს აჩხრიალებს, ფუღურო სავსეა ნიყვით... -რა კა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026