kids.ge logo

ეს გოგონა ვისია?

ფავორიტებში დამატება

ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?
ვისი არის ცქრილა,
ცუგრუმელა ცისია?
ვის ეკუთვნის ღიმილი
კოხტა გოგოს რომ ხატავს?
ეს კისკისი ვისია,
სე უხვად რომ ფანტავს?
ეგ ფოფინა თვალები
როგორ შვენის ცისიას!
სე კარგი, ლამაზი,
ეს გოგონა ვისია?
რა თქმა უნდა, დედისა,
რა თქმა უნდა, მამისა,
კიდევ დაკოსია,
კიდევ ძამიკოსია...
მაგრამ ციდა ქართველი
განა მარტო მათია,
სამშობლოს ლაჟვარდ ცაზე
მარტო მათთვის ანთია?
ვარსკვლავია, ყვავილი
მშობელ მთის და მდელოსი...
ეს ქართველი გოგონა
რის საქართველოსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026