kids.ge logo

რადიომ გამოაცხადა

ფავორიტებში დამატება

დღეს დილით კარგი ამბავი
გამოცხადა რადიომ:
-როცა სათქმელი აქვე მაქვს,
სხვა ახალ ამბებს რად ვდიო?
ერთ ბიჭზე უნდა გიამბოთ,
ამბავი მისი ფარდიო,
ქამდე რად არ ვიცოდი?-
წამყვანებს გავუჯავრდიო...
ბაბუას ხომ ეხმარება,
ხომ გაფანტა დარდიო,
ბებომ თქვა: თავს დამტრილებს,-
დაზარელი, მარდიო...
მამიკოს თანაშემწეა,
დედიკოს გულის ვარდიო,
შრომა ხომ არ ეზარება,
სწავლაშიც არის კარგიო,
წიგნს უთქვამს, ვგონებ, ნიკა ბიჭს
ძალიან შევუყვარდიო,
სკოლას კი უბრძანებია,
ეგ ვინ მყავს,-გულის მარგიო!..
მეგობრებს მხარში დაუდგა,
გამტანია და ნაღდიო,
ლექსომ სიმღერა მიუძღვნა,
ნიტამ მიართვა ვარდიო...
ამ ამბავს, ჩემო მსმენელო,
ბოლომდე უნდა გავდიო,
ნიკას რადიომადლობას
ვუძღვნი მე-თქვენი რადიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026