kids.ge logo

მ - ოლაღური

ფავორიტებში დამატება

მოლაღური ფრთამალი,
მალმალ მოქრის მაღლიდან,
მას არა და ბევრ სხვა ჩიტს,
ეს სისწრაფე დაღლიდა.

აფრიკაში ატარებს,
ზამთარს ცივს და სუსხიანს,
გულზე თითქოს ყვითელი
საღებავი უსვია.

მზის ჩასვლას და ამოსვლას,
გებება გალობით,
ყური უნდა მიუგდო,
თუ გინდა რომ ხარობდე.

ამტკიცებენ პაპები,
ბებოებსაც ჰგონიათ,
რომ ეს ჩიტი გალობით
ამბობს: „ბიჭო გოგიას!“

უსმენენ და არ სჯერათ -
არც მარის და არც სოსოს,
„თუთაბალა“ ჰქვია და
ბლის შემოსვლას გვამცნობსო.

რომელია მართალი
ვერ მორიგდნენ ამაზე,
მეც დავუგდე ყური და
ხან ისეა... ხან ასე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...რ - ემეზიმინდა, მოგმართოთ გოგონებს, გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს, ვინ სწავლობთ ქსოვას ჩხირებით, სუყველამ ხელი ასწიე...თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026