kids.ge logo

პრანჭია გოგო

ფავორიტებში დამატება

მაქვს ბევრი საყურე,
ფერადი წკაპები.
მძივები, ბეჭდები,
ფრილა კაბები.
ლამაზი ჩანთები
და “საპრანჭავები”
ფერადი ჩრდილები,
ბრჭყვილა ლაქები.
კიდევ მსურს-
მას გთხოვ: მიყიდე მამიკო,
არ მკითხო მიზეზი
რატომ და როგორ.
რას იზამ ძვირფასო?
უნდა შეგუო,
რომ შენ გყავს
პატარა პრანჭია გოგო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვაქართველი კაცის ჭურ-მარანო, ჩემი საქართველოს ბაღ-ვენახო. მუდამ სალხინობლად დაწურული, მუდამ მსხმოიარე დამენ...ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...გაზაფხული მობრძანდებაგაზაფხული მობრძანდება, ჩიტუნებიც მოფრენილან. ია-იებს, ყოჩივარდებს, გაუღიმა მარტის დილამ. თოვლი ნელა იპარე...შემოდგომასხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში, მზის სხივების ნაჩუქარი ფერი მეტობს. სხვა გემო აქვს ჩემი ქვეყნის ხილს და ...ენძელაშემომხედეთ თეთრ კაბაში მოვიწონო მინდა თავი. მე პატარა ენძელა ვარ გაზაფხულის პატარძალი. გაიღვიძეთ ყვავილებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026