kids.ge logo

ჭკვიანი ნანა

ფავორიტებში დამატება

ბაღში ქორფა ბალახს თელავს
პაწაწინა ნანა,
ქეთ ბებო უჯავრდება,
ქიდან კი მამა.
-გამო აქეთ, ბალახს ტკივა,
შენ ვერა გრძნობ განა?
ის ცოცხალი არსებაა -
უხსნის ნანას მამა.
-ვერა ხედავ? ცრემლებსა ყრის,
მეტკინაო ნანა,
გამო ფრთხილად გაასწორე,
მიფერე თანაც.
მის მერე სულ ბილიკით
დასეირნობს გოგო,
სხვას ასწავლის: „რომ აბიჯებთ,
ბალახს ტკივა როგორ“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურები გვასწავლიან მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუ...ლელაკუნა პატარადედიკოსთან ერთად დილით ადრე დგება, გაკვეთილის სასწავლად სიხარულიტ ჯდება. ასო ასო კითხულობს, სიტყვებს ვერ ...* * *გაზარმაცდა ჩვენი ფისო, აღარ იჭერს თაგვს, უთაგვობას ვუმადლოდეთ, უნდა ყურშა ძაღლს. ფისო, ცოტა გამოცოცხლდი, ...ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...მზეო, გვესტუმრეუჰ, რამდენი ხანია წვიმს და არ გადაიღო, სახლში ჯდომა მოგვბეზრდა მე და ჩემს ორ დაიკოს. ეზოში არ გვიშვებენ: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026