kids.ge logo

ციყვი „მარდი“

ფავორიტებში დამატება

თბილ ბუხართან მიცუცქულა
კუდფუმფულა ციყვი „მარდი“,
ყბა აუკრავს საცოდავად,
იქვე უდევს შოკოლადი.

იმსუნაგა სახალწლოდ,
დახარბა თხილს და ნაყინს,
შოკოლადს კი მიყოლა
ერთი თეფში გოზინაყი.

არ შეერგო სასუსნავი,
ბლომად დარჩა რკოც და ტკბილიც,
აღვარღვარებს ცხარედ ცრემლებს-
ტკივა გამოხრული კბილი.

მიუყვანეს კოტე ექიმს,
არ აწვალა მანაც ბევრი,
სე მშვიდად ამოღო
კბილის პაწაწინა ნერვი.

დაუბჟინა,დაარიგა-
ცადე და მოხერხე:
ტკბილს ნუ შეჭამ და კბილები
დღეში ორჯერ გახეხე.

მადლიერმა ციყვუნიამ
დაფიცა ტყე და მდელო-
კოტე ექიმს მიუძღვნიდა
სახალწლოდ სადღეგრძელოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...ზარმაცის ეჭვიჭიანჭველას შემოუდევს ზურგზე დიდი ტვირთი, მერამდენე გზას აკეთებს-უკვე ვეღარ ვითვლი. მეც შემეძლოს ნეტა ასე ...წიწილადაიკარგა წიწილა, დარბის წიავ-წიავით, მოყვითალო ბუმბულებს უფრიალებს ნიავი. აქეთ კრუხი ქოთქოთებს, ჰკიცხავს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026