kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება


ეს ვინ არის? - ასო ა
ბა, გესმით მისი ხმა?

პერაში მივიდა,
დაღია პირი და

ახლა მღერის არიებს,
უკვე დასშიც გარიეს.

ბოლოს ამბობს ანდაზებს,
ხმას აწვრილებს, ანაზებს.


“- ერთი მეც შემომხედეთ!”
სცენაზეა ასო ე,

“- რომ იცეკვოს, როგორც მე,
შეუძლია სხვა ვინმეს?”

ჯიბრება სხვა ხმოვნებს,
სალმება თანხმოვნებს.

ცეკვავს ფეხის წვერებზე,
დატრიალდა ცერებზე.


გამოვიდა ასო ი,
მოიყვანა ორკესტრი.

ხელებს იქნევს ამაყად,
დირიჟორობს ამაღამ.



ბოლოს წინ აქვს ნომერი,
არტისტია მშრომელი.

ეს არის საოცრება,
ახდა მისი ოცნება:

დღეს სპექტაკლში მთავარ როლს
ვინ ასრულებს? - ასო ო!


ნერვილობს, მაგრამ დუმს,
უხმოდ იცდის ასო უ.

პირველობა განა სურს,
რა საქმე აქვს მასთან შურს?

მალე ღელვაც გაუქრა,
როალზე დაუკრა.

უ-მ კონცერტი დახურა,
ტაში დაიმსახურა.

ა ე ი ო უ

მთელ დარბაზში ტაში ქუხს,
ხარობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...დედა- იცი ქვეყნად რა არის თაფლზე უფრო ტკბილი? - კოცნა და ჩახუტება დედიკოს და შვილის. - და თუ იცი წამალი ყველა...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026