kids.ge logo

წვიმა-ბალერინა

ფავორიტებში დამატება

მოდის წვიმა-ბალერინა,
მოდის წვიმა _ წკაპუნა,
მთა და ბარი გააგრილა,
ჯეჯილს ნამი აპკურა.

მოირბინა თითის წვერით
ზურმუხტგულა მინდვრები
და აცეკვა წვიმის დები _
წვიმის ბალერინები.

დახტის ბაღში, ყვავილებთან
წარმოდგენა გამართა,
ართობს ეზოს, სოლოს ცეკვავს
ცუგრუმელა თამართან.

ფოთოლს მძივად დაკიდა,
ბალახს ბროლის საყურედ,
პაკა-პუკი ატეხა
ვანს და სახურავს.

მოდის წვიმა _ ბალერინა,
მოდის წვიმა, წვიმ-წვიმა,
ოხშივარი ადის ცაში
ნაწვიმარი მიწიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კრუხის დარიგებამოუსვენარ წიწილებს რას ასწავლის დედა? -ერთმანეთის სიყვარულს და ცხოვრებას ერთად. კიდევ ეზოს სიყვარულს და ს...აჯაჯული დაჯაჯულიაჯაჯული, დაჯაჯული, მუდამ შარვალჩაჩაჩული დადის ერთი ბიჭი, ბაჯღად შეკრულ პერანგიდან უჩანს მუცელ-ღიპი. წინდა...ხინკლისხელა კოპებითბუსკი, ბუსკი, ბუსკები, ბუსკაობენ ციკნები, სკოლა გაუცდენიათ, დაუყრიათ წიგნები. არც ერთი თმობს, ორივე ჯიუტი...მსუნაგი ზღარბუნაბაძგარ, ბაძგარ, ბაძგარა, ზღარბი ისე გამძღარა, არც სოროში ეტევა, ვერც ღობეში გამძვრალა. ზრდილ ზღარბს განა ...ატა-მატაატა-მატა, ატა-მატა კომპიუტერს უზის კატა, აღარ ახტა, აღარ დახტა და წონაში მოიმატა. უთათუნებს „მაუსს“, თან ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026