kids.ge logo

წელი რომ მოვა ვირთხის

ფავორიტებში დამატება

-ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?-
ტირის პატარა ვირთხა, _
თურმე არავის ვუყვარვართ,
დილით ბაბუამ მითხრა.

ამშვიდებს დედა: _ ნუ სტირი,
შვილო, შეიშრე ცრემლი,
ვნახავ, ლექსს თუ არ დაწერენ,
რომ მოვა ვირთხის წელი!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026