kids.ge logo

მამლის გრიპი

ფავორიტებში დამატება

წარამარა ისმის ცხინკი,
შეყარა მამალს გრიპი,
შიშარს და ფიცხელს
წია სიცხემ.
გაწითლდა ღაწვები,
გალურჯდა ბიბილო,
წუხს მამალი: _ ამ გრიპით
როგორ უნდა ვიყივლო?

ვის სმენია მამლის თხიპი,
რა ყოფილა თურმე გრიპი!
კრიხობენ დედლები,
მამალს ამედებენ,
გამოცდილი, ნაჯაფი
კრუხი ხარშავს ჯანჯაფილს.
ვარიბი ადებენ
შუბლზე ძმრიან საფენებს,
მამლის დაყივლებლად
დილას რა გათენებს?

არ სწვევია აქამდე
განსაცდელი საქათმეთს,
დაძახეს სასწრაფოს,
ამ საქმეში გაწაფულს.
მოფრთხიალდნენ მედდები,
თეთრხალათა დედლები,
თავქოჩორა ექიმი
ფრთხილად სინჯავს პაციენტს,
კითხება: _ ოფლს გასხამს,
გაცხელებს თუ გაციებს?
სუფთა არის ბრონქები,
სუფთა არის ფილტვები,

ჭამე ხილი, მწვანილი,
არ გამოფიტები!
თან დედა კრუხს არიგებს:
-წიწილები არიდეთ!
ხმელ ფოთოლზე ბატის ფრთით
წერს წამლების რეცეპტებს:
-მალე გამოკეთდები,
თუკი არ იცერცეტებ!
ბოლოს ბრძანა ექიმმა:
-ნუ გაშინებს თხიპი,
რადგან ქათმის კი არა,
რის მამლის გრიპი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პანტა-პუნტებიპანტა-პუნტა-პანტებით ტყეში ცვივა პანტები, სად არიან ციყვები? სად არიან პანდები? ეცინებათ ციყვუნებს, ეცინე...ეზოს ძაღლი ამუნაეზოს ძაღლი ამუნა ასე რატომ გაავდა? უღრენს ყველას, ღრი, ღრი, ღრი, უყეფს ყველას, ავ, ავ, ავ! დაუყრია ლეკვებ...ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...წუწაობააქეთ - ბოთლი, იქით - სათლი, დადის ლიზი წუწვა-წუწვით, ბრაზობს ბებო:– წუწაობა გამიგია, მაგრამ, თუ წვიმს?!....ნამცხვრის ცხობანამცხვარს აცხობენ თახვები, ჯამ-ჭურჭელს ათახთახებენ, დიდ ქვაბში ლერწმის ქოლგით, ამოჰყავთ გოგლი-მოგლი. მერე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026