kids.ge logo

დრონი

ფავორიტებში დამატება

დაფარფატებს ცაში დრონი,
პოვია ასაძრომი!
ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს
ვიდეო-თვალს უპაჭუნებს.
უთვალთვალებს კატას, ცუგას,
ჩუმად ადგენს ეზოს რუკას,
ბრაზობს ცუგა, მოსდის დორბლი:
-ალბათ, არის ყვავის დრონი!
საბრძოლველად იწევს ცუგა,
უბნება მტკიცედ კატას:
_არც იხვის, არც ბატის ჭუკებს
არც ყვავს, არც დრონს არ გავატან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026